Home » ბლოგი » ის ჩიტი, ღმერთთან რომ წერილი უნდა წაიღოს….

ის ჩიტი, ღმერთთან რომ წერილი უნდა წაიღოს….

ლევან შერმადინი

წერილი ღმერთს

რათა დგეხარ ბებო ამ ბექობზე ?
ჩიტებს ველოდები შვილო,წერილი უნდა გავატანო ღმერთთან….
რომელ ჩიტებს ბებო ?
არ ვიცი ბავშობიდანა მსჯერავს რომ შეიძლება ღმერთს წერილი გაუგზავნო,ხოდა ეხლა დავწერე და ……
დიდი ხანია ელოდები ჩიტებს ?
ორი დღეა,გუშინ გვიანობამდინ ვიდექი აქ მერე წავედი სახლში, დილას ისევ ამოვედი….
ბებო, თუ საიდუმლო არაა რა სწერია მაგ წერილში ?
დარდი, შვილო ……………..
განა ამისთანა რა დარდი გაქვს ბებო ?
როგორ არა მაქვს …………..
აი, ორი დღეა ქარი რო ჰქრის, ვერ ატყობ შენა ?
მერე რა რო ჰქრის, ბებო ,ამინდია ხან დაჰქროლებს, ხან არა…..
მერცხლებს ბარტყები ახალ გამოჩეკილები ჰყამთ ,შვილო, ეხლა ეგ ქარი ფრთებს მოუტუსამს,ვეღარ იფრენენ,მაგათ თუ არ იფრინეს, გაზაფხულს ვინღა მაიყვანს ,შვილო, ჩვენს სოფელში?! თუ გაზაფხული არ მოვიდა ,ია აღარ ამოვა,თუ ია არ ამოვა,ირემი აღარ დაიყვირებს სახორდაგის მთიდან,თუ ირემმა არ დაიყვირა სახორდაგის მთიდან სიყვარული გაქრება სოფელში ,შვილო, სიყვარული,აღარავის აღარ ეყვარებათ ერთმანეთი……
მერე სულ ზამთარი იდგება კარშიც და ადამიანების სულებშიც,
ბებო….
ხო, შვილო……….
მე რატომ მომიყევი მაგ წერილში რაც გეწერა ?
მივხვდი, შვილო…
რას მიხვდი,ბებო ?
შენ ის ჩიტი ხარ, ღმერთთან რომ უნდა წაიღო წერილი.

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიჰყავს. სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებიან. საუბარი ...