Home » მთავარი » ვოლსკი მედვედევის მუქარას პასუხობს

ვოლსკი მედვედევის მუქარას პასუხობს

დიმიტრი მედვედევის მორიგ მუქარას – საზღვრებთან NATO-ს მიახლოების შემთხვევაში რუსეთი შესაბამისად იმოქმედებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო კურსი ემყარება სტაბილურობის და განვითარების პრინციპს და არ არის ვინმესთან სამხედრო დაპირისპირებისკენ მიმართული:

“ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საგარეო კურსი უნდა შევცვალოთ, ვინაიდან ამ საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ემყარება იმ აუცილებლობას, რასაც ჰქვია სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება. ეს ორი დიდი ძალა ერთმანეთთან დაპირისპირებული, რა თქმა უნდა, თავის პოზიციებს არ დათმობს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს სწორი პოზიცია ამორჩეული, ჩვენ მომხრე ვართ მოლაპარაკების, მშვიდობის და არანაირად არავისთან დაპირისპირება არ გვსურს, მით უმეტეს, სამხედრო და მით უმეტეს, რუსეთის ფედერაციის აგრესიასთან”- განაცხადა ვოლსკიმ.

Facebook Comments
x

Check Also

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ისევ ცდილობენ

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ, მაგრამ პოლიცია არ აძლევს მათ ამის საშუალებას, -სირცხვილი – სკანდირებენ ...