Home » მთავარი » 100 ველური მცენარე თუშეთიდან

100 ველური მცენარე თუშეთიდან

თამარ ჯამარიშვილი

18ოქტომბერს ეკო გარდენში გაიმართა ,წიგნის პრეზენტაცია “100 ველური მცენარე თუშეთიდან “ ჩვენ GMTV მხარს ვუჭერთ მსგავს ღონისძიებებს და ვეწვიეთ მათ პრეზენტაციაზე .
GMTV თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის პროექტის მენეჯერს, ანზორ გოგოთიძეს გაესაუბრა:
 
-ეს პროექტი არის თუშეთის მეგობართა ასოციაციის მიერ განხორციელებული,მხარს უჭერს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება ჯიაიზეტი.ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში,დაგეგმილი იყო სხვადასხვა აქტივობები მათ შორის იყო თუშეთში ეკონომიკურად სასარგებლო ველური ველური მცენარეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ,მისი სისტემატიზირება და წიგნად გამოცემა .ჩვენ მასზე ბოლო ორი წლის მანძილზე ვმუშაობდით ,სხვადასხვა ექსპერტებთან,ჩართულები იყვნენ როგორც ბოტანიკოსები ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ,სხვადასხვა ეთნოგრაფები,ისტორიკოსები ,ხელოვნებათ მცოდნეები იმისთვის რომ თავიმოგვეყარა ზღვა ინფორმაციისთვის ,გაგვეანალიზებინა და წიგნის სახე მიგვეცა .ასევე ჩვენი მიზანი იყო ადგილობრივ მოსახელეობაში ,ვისაც დავიწყებული აქვს ცოდნა და ინფორმაცია განსაკუთრებით ახალგაზრდებში გაგვევრცელებინა ,რომელიც ტრადიციულად ჰქონდათ ადგილობრივ თუშებს .
არამარტო წიგნი გავაკეთეთ ,ჩვენ ადგილობრივ ქალებს მივეხმარეთ იმაში რომ ადგილობრივ დიზაინში დაენერგათ მცენარეების ორნამენტები ,მემგონი ეს არის წარმატებილი, დავტესტეთ ბაზარზე მიმდინარე ზაფხულს და ძალიან აქტიურად იყო მოთხოვნა მსგავს პროდუქციაზე . მე ფიქრობ რომ პროექტს ექნება გაგრძელება და იქნება წარმატებული. ჩვენ ვაპირებთ რომ წიგნი ინგლისურადაც ვთარგმნოთ,რათა თუშეთში ამოსული სტუმრებისთვისაც გაცდეს ხელმისაწვდომი.

 

Facebook Comments
x

Check Also

სპეცრაზმი სრული აღჭურვილობით უკვე ჩიტაძის ქუჩაზეა

პოლიციის მიერ მიცემული ვადა იწურება. სპეცრაზმი სრული აღჭურვილობით უკვე ჩიტაძის ქუჩაზე იმყოფება. აქციის მონაწილეები დაშლას ...