Home » მთავარი » ბორდერიზაციის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში…

ბორდერიზაციის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში…

-“ჩვენი ხელისუფლების ხელისშეწყობით, ატოცში რუსმა ოკუპანტებმა დღე “წარმატებით” დაასრულეს: 330 მეტრი წარმატებით შეღობილია, 147 ბოძზე მავთულხლართები გავლებულია.
ჩვენ საოკუპაციო ზოლთან ახლოს არ მიგვიშვეს, ჩვენი აქტივისტები, რომლებიც ატოცის სახლში ჩავიდნენ ჩვენთვის წყლისა და პაუერბანკების ამოსატანად, უკან აღარ ამოუშვეს.
ჩვენ ვრჩებით ღია ცის ქვეშ, ატოცის ველზე, ბორდერიზაციის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში” – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა და ადგილიდან ფოტოებს აქეყნებს.

ამ წუთებში ადგილზე რჩებიან “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრები.

-მოგვიტანეს წყალი. დიდი მადლობა. ჩვენ აქედან არ მივდივართ. ვრჩებით ველზე – ამბობს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზთან ახლოს იმყოფებოდა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის ატოცში არ ჩასულა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებზე გორიდან ისაუბრა.

“ატოცში რაც ხდება, ამაზე ჩვენ ერთხელ უკვე გამოვთქვით აზრი და ვადასტურებთ, რომ ეს არის მიუღებელი და არის იმ “ბორდერიზაციის” პოლიტიკის გაგრძელება, რაც დაწყებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იყოს დაცული. დღეს სახელმწიფო, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა წყნარად, მშვიდად განაგრძონ თავის მიწაზე ცხოვრება,” – განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...