Home » ინტერვიუ » ცნობილი ფარდა და 100 წლის შემდეგ გახსნილი ამბები….

ცნობილი ფარდა და 100 წლის შემდეგ გახსნილი ამბები….

ელენე ზაქარიაძე

ნიკა ნაჭყებია.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში მხატვარ, სერგო ქობულაძის 110 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია დაიწყო. რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებას ცნობილი მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, ქობულაძის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება თამარ ბელაშვილმა გახსნა, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდნენ მხატვრები. მათ გაიხსენეს სერგო ქობულაძე, მისი ღვაწლი და ნიჭი. გამომსვლელებს შორის იყვნენ მისი ყოფილი კოლეგები და სტუდენტებიც. ისინი იხსენებდნენ მისი ცხოვრების არც თუ ისე ცნობილ ფაქტებს, მის დამოკიდებულებას საქმის მიმართ, ასევე გაიხსენეს მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი: ფარდა, რომელიც 1973 წელს ოპერაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.

ღონისძიების მთავარმა ორგანიზატორმა მარიამ გაჩეჩილაძემ სერგო ქობულაძის სახელოსნოსა და მის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით ქობულაძის ოჯახი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა გაყიდოს სახელოსნო თუმცა 5 წელზე მეტია ეს პროცესი ჭიანურდება იმ იმედით, რომ სახელმწიფო ინტერესს გამოიჩენს სახელოსნოს მიმართ და მოხდება მისი რესტავრაცია და ამუშავება, მუზემად გადაკეთება.
ადგილზე გაიმართა გამოფენაც სადაც წარმოდგენილი იყო ქობულაძის უცნობი ნამუშევრები. მათ შორის იყო ის ნიმუშები რომლებიც სიძველის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და შემდეგ მოხდა მათი აღდგენა. რესტავრატორმა თამარ დვალიშვილმა ისაუბრა აღდგენის პროცესზე და წარმოადგინა ნამუშევრების ამსახველი ვიზუალური მასალა.

ჩვენ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგეს, მარიამ გაჩეჩილაძეს გავესაუბრეთ და შევეცადეთ ჩვენი მკითხველისთვის იმ ფორმით მიგვეწოდებინა, რომლითაც ადვილდ გაიცნობთ ამ ქალბატონს.

მე ვარ.. „მარიამ გაჩეჩილაძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგე.

პროფესია ავირჩიე იმიტომ რომ.. „შემთვევით ავირჩიე. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი რესტავრატორ-არქიტექტური, რადგან მამა არქიტექტორი იყო. ამ პროფესიის არჩევა ლევან რჩეულიშვილის დამსახურებაა.

რომ არ ვყოფილიყავი ხელოვნებათმცოდნე, ვიქნებოდი.. „ალბათ არქიტექტორი, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო შემიყვარდებოდა, ვიდრე ხელოვნებათმცოდნეობა.“

უნდა მეცხოვრა.. „არსად გარდა საქართველოში.“

ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.. „ოჯახი, შვილები, შვილიშვილები და ჩემი პროფესია.“

დევიზი: “შენი ჰო იყოს, ჰო და – არა, არა”

მთავარი მიზანი? „შევძლო ერთი აგურის დადება სამშობლოს სასიკეთოდ“

ყველაზე მეტად ვუფრთიხლდები.. „სიმართლეს და ერთგულებას“

სამი საყვარელი მწერალი: „გამსახურდია, სერვანტესი და დოსტოევსკი

თავს ვაიგივებ.. „ჩვეულებრივ ადამიანთან, არც მეტი და არც ნაკლები.. პერსონაჟებიდან ვინატრებდი, რომ ვყოფილიყავი ვეფხისტყაოსნის თინათინის მსგავსად ბრძენი.“

ვამაყობ.. „ახლობლებით, შვილებით და შვილიშვილებით“

მენატრება.. „მამაჩემი, რომელმაც გაგვზარდა ობლად 11 წლის ასაკიდან.

გავურბივარ.. „აგრესიას და სიძულვილს

საკუთარ თავს მივცემდი რჩევას, რომ.. „შევძლო ემოციების კონტროლი“

სხვას ვურჩევდი, რომ.. „ნუ დატოვებენ თავიანთ ქვეყანას და ნუ ჩაუგდებენ სხვას ხელში, რადგან ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“

ღონისძიება ხვალ დასრულდება.

Facebook Comments
x

Check Also

“გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით! სიმართლე უნდა გაჟღერდეს!”

მეუფე პეტრე -გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით -სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე. ახლა ვხედავთ პოლიტიკურ და სულიერ ...