Home » მთავარი » თამარ ტალიაშვილმა მესამე საერთაშორისო კონფერენციის – ,,სემიტოლოგიური ძიებანი’’ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

თამარ ტალიაშვილმა მესამე საერთაშორისო კონფერენციის – ,,სემიტოლოგიური ძიებანი’’ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა  მესამე სეართაშორისო კონფერენციის – ,,სემიტოლოგიური ძიებანი’’ – მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფრო ირაკლი გვილავა. ორდღიანი კონფერენცია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით წელს მესამედ ტარდება და ეძღვნება მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგს, ენათმეცნიერს, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის სწავლების ფუძემდებელს, აკადემიკოს კოტე წერეთელს.

თამარ ტალიაშვილმა თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა ქართველ და უცხოელ სტუმრებს კონფერენციაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ 2018 წლიდან დაარსებული კოტე წერეთლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიზანია ამ დიდი მეცნიერისა და მოღვაწის კვლევების პოპულარიზაცია, ასევე, სემიტოლოგიის, კერძოდ ებრაულ-არამეული ენისა და კულტურის ისტორიით საზოგადოების დაინტერესება.

„წელს ფართოდ გაიღო კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური მუზეუმის კარი, დასრულდა სარესტავრაციო სამუშაოები და მოეწყო საინტერესო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცე, სადაც ჩვენი ქვეყნის თუ სტუმრად მყოფ უცხოელ მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ მამა-შვილ წერეთლების უაღრესად შთამბეჭდავ ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შეუძლებელია გადააფასო ორიენტალოგიის მნიშვნელობა თანამედროვე ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში, ასევე, კულტუროლოგიაში, იმ ფონზე, როცა მოგვეპოვება, ერთი მხრივ, უნიკალური არტეფაქტები (არმაზის ბილინგვა, ლაილაშის ბიბლია), ხოლო, მეორე მხრივ, უძველეს ასირიელთა შთამომავალი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ სახარებისეულ გალილეველთა არამეულ, იგივე მაცხოვრის ენას,“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში იმართება, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენცია ორი დღის მანძილზე, 22 და 23 ოქტომბერს იმუშავებს სხვადასხვა სამეცნიერო სესიებითა და მონაწილეებით.

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო. სხდომა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიჰყავს. სხდომას უმრავლესობის წევრები ესწრებიან. საუბარი ...