Home » მთავარი » ახალი ინიციატივა მხუთავი აირით გამოწვეული სიკვდილიანობიდან გამომდინარე

ახალი ინიციატივა მხუთავი აირით გამოწვეული სიკვდილიანობიდან გამომდინარე

მხუთავი აირით გამოწვეული სიკვდილიანობიდან გამომდინარე, “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი,  თეონა ჭალიძე, ხელისუფლებას ახალ ინიციატივას სთავაზობს.

-„ ბოლო არასრული  4 წლის განმავლობაში, 104 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად. ეს მონაცემები არის მზარდი და წინა წლებთან შედარებით არის სამჯერ გაზრდილი.   თითოეული შემთხვევა არის ტრაგედია და ამ თითოეული შემთხვევისთვის არის საჭირო პრევენციული ზომების მიღება, რომელიც შეამცირებს მსგავს შემთხვევებს.

„ახალი საქართველოს“  სოციალური  სამსახურის წევრები, ყოველდღიურად მივდივართ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონდე ოჯახებთან, რომლებსაც აქცთ მძიმე საოციალური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები მათთან განსაკუთრებით მძიმე. ასეთ ოჯახებში მეტია რისკი  იმისა, რომ  გამათბობლები სტანდარტების დაცვს გარეშე იყოს დამონტაჟებული.

გამოვდვართ ინიციატივით, 125 000 ათას ოჯახს, რომელსაც აქვს ყველაზე დაბალი ქულები და ასეთი არის ნახევარი მილიონი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცეს მხუთავი აირის გაჟონვის ამომცნობი ელექტრო დეტექტორები, რომელიც ჩვენი გათვლებით დაჯდება 5 მლნ ლარი. ეს არ არის ის თანხა, რომლის გადახდაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სახელმწიფოს არ უნდა უღირდეს“ თეონა ჭალიძე – „ახალი საქართველოს“ სოცილური მიმართულების ხელმძღვანელი

Facebook Comments
x

Check Also

“მთავარის” დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

ნიკა გვარამია -ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ...