Home » მთავარი » ირაკლი ღარიბაშვილი: უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიღებულია…

ირაკლი ღარიბაშვილი: უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიღებულია…

„აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს მყარი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია“, – ირაკლი ღარიბაშვილი.

უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიულ მიზანს. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის მიმართულებით 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და აშშ-სთან თავდაცვის კუთხით არსებულ თანამშრომლობას.

როგორც თქვენთვის ცნობილია, უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი ვიზიტი აშშ-ში, სადაც ხელი მოეწერება და განახლდება ჩვენს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება, რაც საშუალებას მოგვცემს კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით განვითარების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით.

Facebook Comments
x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...