Home » ემიგრანტები » “მზად ვართ ტრადიციად ვაქციოთ მსგავსი შეხვედრები…”

“მზად ვართ ტრადიციად ვაქციოთ მსგავსი შეხვედრები…”

სოულისა და ჯაზის ცნობილ შემსრულებელ – ალა რიდთან ერთად დავით ღვინიანიძე 25 ოქტომბერს ფილადელფიაში კონცერტს გამართავს . ალა რიდი უამრავი კონკურსების გამარჯვებული და პრიზიორია , ის სპეციალურად ჩამოფრინდა ნიუ-იორკში კონცერტისთვის .

სოლო კონცერტამდე ფილადელფიაში მცხოვრები ქართველები და არა მარტო ქართველები , დავითის შემოქმედების თაყვანისმცემლები, მოისმენენ მისი რეპერტუარიდან ცნობილ სიმღერებსა თუ არიებს . მომღერლებს აქვთ უამრავი სასიამოვნო სიურპრიზიც .

აღსანიშნავია რომ დავით ღვინიანიძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი : ,, მსოფლიო ტალანტები “-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი წელს ,, ქართული ბრენდის დღეზე ” დაჯილდოვდება . თბილისიდან სპეციალურად ჩამოსულ სტუმრებს დავითი კონცერტამდე უმასპინძლებს . გაიმართება მიღება , ცენტრის დათვალიერება . სტუმრებს ასევე ფონდის სახელით გადაეცემათ დიპლომები .

-,, მსგავსი შეხვედრები და დაჯილდოვება არის სტიმული . აზრთა გაცვლა კი აუცილებელი, ურთიერთობები კი ცხოვრება.,მე მზად ვარ ტრადიციად ვაქციო მსგავსი შეხვედრები და ასევე ,,ქართული ბრენდის დღეს “მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოვუცხადო ყველა წარმატებულ ქართველი კი ქვეყნის ძალაა და იმედი ამიტომ ჩვენი ერთად დგომა აუცილებელი და გარდაუვალი უნდა იყოს .ასევე უნდა დავაფასოთ ის ადამიანი ვინც წლების წინ ეს გრანდიოზული დღესასწაული მოგვიწყო და მინდა მადლობა გადავუხადო ,, ბრენდს დღის” დამფუძნებელს : ქალბატონ მანანა გეგიძეს ჩემი შემოქმედებისა და ფონდის საქმიანობის დაფასებისათვის “- დავით ღვინიანიძე .

შეგახსენებთ საქველმოქმედო ფონდი ,,მსოფლიო ტალანტები ” 2018 წელს დაფუძნდა და ცენტრი ყველა ქვეყნიდან მასპინძლობს ნიჭიერ ახალგაზრდებს. 27 ოქტომბერს კი თავად დავით ღვინიანიძე სოლო კონცერტზე საპატიო და სამადლობელ დიპლომს გადასცემს ,, ბრენდის დღის დამფუძნებელს ” და იმედოვნებს რომ მომავალ წელს ერთად აღნიშნავენ ამ დღესასწაულს .

მანანა გეგიძე:

-,, მოხარული ვარ რომ ისეთი სოლიდური ორგანიზაცია როგორიცაა ,,მსოფლიო ტალანტები დავით ღვინიანიძის საქველმოქმედო ფონდი გახდა ჩვენი პროექტის, ,,ქართული ბრენდის დღის “პარტნიორი. ასევე მინდა გაუწყოთ რომ ქართული ბრენდის დღის საპატიო ჯილდო დავით ღვინიანიძეს გადაეცემა. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ბევრ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მომავალში”

Facebook Comments
x

Check Also

კამელინის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია მალიგნიზაციის თავიდან აცილება

პრეპარატი კამელინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან სხვა გვერდით მოვლენა. პრეპარატი ...