Home » ექსკლუზივი » “სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და დააფინანსოს ქართული კინო! კინო დიდი ძალაა…”

“სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და დააფინანსოს ქართული კინო! კინო დიდი ძალაა…”

მარი სიბოშვილი

გიორგი ბრეგვაძე

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი რეჟისორი ბუბა ხოტივარი გახდა. მან არჩევნებში აკადემიის წევრებისგან 106 ხმა აიღო. რა მდგომარეობა დახვდა კინოაკადემიაში და რა გეგმები აქვს რეჟისორს? რა პროექტების განხორციელებას აპირებს და როგორი იქნება მომავალში ეს სტრუქტურა? ამ კითხვებით ჩვენ ბატონ ბუბას სამსახურში ვეწვიეთ.

– ბატონო ბუბა, გვიამბეთ თქვენზე, რა გზა გამოიარეთ დღემდე?

-კინოში ვმუშაობდი ამდენ ხანს. სულ არ ვაპირებდი არც პრეზიდენტობას და არც კენჭისყრას, მაგრამ ასე მოხდა…

-ელოდით ასეთ შედეგებს ?

-გადაჭარბებით არასდროს არ უნდა შეაფასო და არც უნდა დაიმცირო  შენი თავი.  ჩემი მეგობრები მარწმუნებდნენ, რომ გავიმარჯვებდი და მასეც მოხდა. ძალიან ძიერი გამარჯვება იყო, იცით ალბათ პროცენტები…

– რას უნდა ელოდოს საზოგადოება და თქვენი კავშირის წევრები კინოაკადემიის ახალი პრეზიდენტისგან?

-იცით რა, აღარ ვარ ახალგაზრდა. უნდა ვთქვა, რომ პენსიური ასაკი მაქვს,  73 წლის ვარ.
მე აქ არ მოვსულვარ იმიტომ რომ წამოვწვე დივანზე და ვთქვათ საპენსიო დრო გავატარო. ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ უნდა გამოვაცოცხლოთ ეს დარგი.
ეს დარგი იღუპებოდა და იღუპება ახლაც, თუ არ მივხედეთ. ვერანაირი მილიონები ამ დარგს ვერ გადაარჩენს, თუ შიგნიდან არ მოხდა გაჯანმრთელება. ეს მიმაჩნია მე ნომერ პირველ პრიორიტეტად და ასე ფიქრობს ძალიან ბევრი ჩემი კოლეგაც, ამიტომაც  მომცეს ხმა.

-კონკრეტულად რა პრობლემებს წააწყდით?

-უნდა აღდგეს ძველი ქართული კინოს დიდება. კონკრეტულად ვერ იტყვი, რომ ვიღაცა მტრები გვყავს,ვიღაც გვებრძვის, ტყუილია ეს. არავითარი მტერი ქართულ კინოს არ ჰყავს. არის ზოგი სკეფტიკოსი,ზოგი ასე ვთქვათ ურწმუნო, შეიძლება ითქვას რომ ზოგი გადაჭარბებულადაც… სხვადასხვა ადამიანები ვართ კინოში,მაგრამ კინო უყვარს ყველას. მათ შორის მთავრობებს. ყველა მთავრობას უყვარს ქართული კინო, მაგრამ არ გვეხმარებოდა ფინანსურად. იმიტომ,რომ იყო არასწორი წარმოდგენა,რომ კინო არის კომერციული დარგი და კინომ თვითონ უნდა შეინახოს თავისი თავი. ეს არის არცოდნა საერთოდ ხელოვნების. ხელოვნება ვერასდროს შეინახავს თავის თავს. თუ შეინახავს, ის ხელოვნება აღარ არის. ძალიან იშვიათი გამონაკლისია. ერთი ჩაპლინი იყო, რომელსაც მილიონები ჰქონდა. ერთი ორი შემთხვევა შეიძლება ვთქვათ, თორემ კინო, როგორც ასეთი, ყოველთვის,რასაც ხელოვნება და საავტორო კინო ჰქვია ყველგან, მთელ მსოფლიოში ფინანსდება სახელწიფოს მიერ.

სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და უნდა დააფინანსოს, როგორც ჯარს აფინანსებს,როგორც მუზეუმებს ინახავს,როგორც მედიცინას ინახავს და აუცილებელ სტრატეგიულ დარგებს, ისე უნდა დააფინანსოს კინოც.
კინო არის წამგებიანი. საერთოდ, როგორც დარგი არის წამგებიანი. შეიძლება ერთმა ფილმმა 200-300 მილიონი აიღოს, მაგრამ დარგი არის წამგებიანი. ამიტომ ამერიკაში არის ძალიან კარგი კანონები, რომელიც ეხმარება კინოს.

ქვე კანონები და კანონები. ასე ვთქვათ, ისეთი პირობებია შექმნილი,რომ მეწარმეს და ფულიან ადამიანს ძალიან უნდა, რომ ჩადოს ფილმში, კინოში თავისი კაპიტალი, იმიტომ,რომ ის ყოველთის მომგებიანია მისთვის. მაგრამ თვითონ დარგი არის წამგებიანი. ამ წაგებაზე მიდის სახელმწიფო,იმიტომ, რომ სახელმწიფო  ბევრად მეტს იგებს,ვიდრე არის ფული. კინოს მოაქვს ბევრად მეტი, ვიდრე ფული. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ რამდენი ფული მოუტანა სახელმწიფოს ,,შერეკილებმა’’? ხომ არავინ არ იცის?. მაგრამ რამდენი სიკეთე მოუტანა დავუშვათ საშა რეხვიაშვილის ფილმებმა? უდიდესი ხელოვნებაა საშა რეხვიაშვილის ფილმები. ეს არ არის ასე ვთქვათ კამათის საგანი, გარდა საქართველოსი. ქართველებს რატომღაც ჩაუდეს თავში, რომ  კინომ თავის თავი თუ არ შეინახა, თუ ბილეთი არ გაიყიდა, ესე იგი ხალხს ის არ უყვარსო… ეს არის სრული სისულელე და უცოდინარობა.

კინო არის ელიტარული, კინო არის მასიური, კინო არის არამასიური, არის ათასნაირი.
როცა გვეუბნებიან, რომ გააკეთეთ ბატონო კომერციული კინო. კომერციულ კინოს აკეთებს მთელი მსოფლიო, მაგრამ მაინც წამგებიანია.

-უცოდინარობა ახსენეთ და ვინ დათესა ასეთი შეხედულება?

-სხვათაშორის ერთი პერიოდი მეც ასე ვფიქრობდი. ამიტომ ვერ დავაბრალებ სხვას,როცა მე თვითონ დავუშვი ეს შეცდომა. რამდენიმე წელი მეც ვფიქრობდი, რომ  კინო ისეთი რამეა, რომ უნდა გაიყიდოს ბილეთი, მაგრამ შეიცვალა დრო. არ წავალ მე კინოთეატრში. დავუშვათ მე მარტო ხომ არ წავალ, უნდა დავკარგო დრო გზაზე, უნდა წავიდე მანქანით და დავხარჯო ფული, რომ მივალ ამაზე კიდევ ფული უნდა გადავიხადო. რატომ, როცა სსახლში დავჯდები,დავაჩხაკუნებ და ყველაფერს ვნახავ რასაც მინდა.

რათქმაუნდა ბევრად უფრო იაფია ეს. იქ თუ  დავუშვათ ბავშვებთან ერთად წავედი, ბევრად უფრო ზარალია. 100-150$ უჯდება 1 სეანსის ნახვა ამერიკაში ოჯახს. 3-4  შვილით რომ წავიდეს, პოპკორნიდან დაწყებული ყველაფერი ხომ უნდა უყიდოს. არ უღირს ქართველს. 5$ ად იყიდის იგივე ფილმს და უყურებს სახლში. შესანიშნავი კინოთეატრები აქვთ სახლში.

კინოთეატრები იხურება და იხურება. ეს კარგიც არის და ცუდიც. კინო გახდა პრემიერების თეატრივით. მასიურად კინოს უკვე უყურებენ სახლში. კინოთეატრები ჯერ კიდევ არის, ჯერ კიდევ ფართხალებენ, მაგრამ ყველგან იკეტება. საქართველოშიც იკეტება.

-კარგი და ცუდი მხარეები რომ გაშიფროთ თუ შეგიძლიათ?

-ცუდი მხარე ის არის,რომ კინოთეატრი მაინც კარგი იყო თავისთავად. მიდიოდი, ხალხთან ერთად იჯექი. ურთიერთობა იყო. ეს დღეს აღარ არის.
დღეს ურთიერთობა არის ფეისბუქი. თუ ადრე ჩვენ  ქუჩაში ვხვდებოდით ერთმანეთს, ახლა ფეისბუქით მთელ საქართველოს და ნახევარ მსოფლიოს ვიცნობ.
დრო შეიცვალა, კარგი ის არის რომ ინტერნეტის საშუალებით შენ მთელ  მსოფლიოზე გადიხარ, რასაც  გინდა ნახულობ, ნებისმიერ წიგნს წაიკითხავ. ,,ვეფხისტყაოსნის’’ 17-ე გვერდი შეგიძლია ბანგლადეშის ენაზე ნახო, როდესაც მანამდე უნდა წასულლიყავი ბანგლადესში რამე რომ გენახა.
მე მაგალითად ინტერნეტში მაქვს ყველაფერი. ინტერნეტით ვცხოვრობ. მე ყოველ დღე 2-3 საათი ვარ ინტერნეტში. ინტერნეტი არის ძალიან კარგი ფოსტა. როცა მინდა, ინფორმაციას ყველაფერზე ვიღებ.

-ცუდი მხარეები? 

-ცუდი ის არის, რომ ადამიანებთან ურთიერთობები შეიზღუდა. ჩემი შილიშვილის დაბადების დღე იყო, მოვიდნენ ბავშვები 8 წლის და არც ჟრუამული ისმოდა, არც მხიარულება, იყვნენ ტელეფონში, უყურებდნენ და ისხდნენ ჩუმად. გული კინაღამ გამისკდა.

ისინი ამით ერთობიან.  ამიტომ არის, რომ განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთში აკრძალეს ტელეფონი,რომ ურთიერთობა არ დაიკარგოს. რობოტიზაცია იწყება.
მოერევა ამას კაცობრიობა. კაცობრიობას ეს პრობლემა აქვს რომ  ეგონათ, გადაიღე კომერციული ფილმები და მე,სახელმწიფომ შენ რატომ უნდა დაგაფინანსოო. იმიტომ უნდა დამაფინანსო, რომ კინო აყალიბებს საზოგადოებას. აყალიბებს ახალგაზრდობას,აყალიბებს საერთო ფსიქიკას, მოქმედების ნორმას, ქმნის მოდას, დაწყებული ტანსაცმლით დამთავრებული ურთიერთობებით.

კინო ძალიან დიდი ძალაა. კინოთი, საერთოდ გამოსახულებით,ტელეეკრანით  შენ შეგიძლია მოახდინო რევოლუცია. ყოფილა კიდევაც ჩვენ ისტორიაში სატელევიზიო რევოლუციები. რასაც მინდა ხალხში გავავრცელებ, ნებისმიერ სიმართლეს ან ტყუილს ან დაძაბულობას შევქმნი. რაც შეეხება ხელოვნებას, ხელოვნებას არ ჰყავს მასიური მაყურებელი თუ არ აუხსენი.

ყველაზე კარგი მაგალითია ალექსანდრე რეზვიაშილის ფილმები,რომლებიც არ არის პოპულარული,მაგრამ არის ბრწყინვალე. უმაღლესი მსოფლიო დონის აზროვნებაა და კინორეჟისურა. როდესაც მე  წამიღია საშა რეხვიაშვილის ფილმები,რომელიმე თეატრში ან სოფელში, როცა ამიხსნია, როცა ბავშები და მშობლები იგებენ, ისინი ძალიან კარგი მაყურებლები ხდებიან. ისინი იზრდებიან.

როგორც წიგნს წაკითხვა არ ჰყოფნის მხოლოდ, ასევეა კინოც – აღქმა და შეფასება უნდა, თუნდაც კრიტიკა. ხელოვნებას, დიდ შემოქმედებას უნდა ახსნა და მიჩვევა. შემოქმედებასთან და დიდ ხელოვნებასთან შეხვედრა არის იშვიათი.

-თქვენი აზრით სახელმწიფო შეცვლის დამოკიდებულებას?

-სახელმწიფომ უკვე შეცვალა დამოკიდებულება და ნელ-ნელა გაიზრდება.

-თქვენი დანიშნის შემდეგ ?

-არა. ჩემს დანიშვნამდე იყო ეს და ჩემი დანიშვნაც ამას მოჰყვა. ძველი ქართული კინო არის ასეთი. დღესაც მთელი საქართველო ძველ ქართულ კინოზე ვცხოვრობთ. მთელ  მსოფლიოში თუ  გინდა შენ გაიტანო სახელი საქართველოსი, აი დავუშვათ მე ხშირად მაქვს შეხება უცხოელებთან და ვინ ხართ ეს ქართველები, რა ხართ, ამას გეკითებიან და თვალებში გიყურებენ. შენ უნდა აჩვენო  მიშა კობახიძის ფილმები. მან უკვე იცის, რომ შენ ხარ ნიჭერი, წესიერი და შემოქმედი ადამიანი ანუ კარგი კინო შენი ერის სარკეა.

აჩვენე უცხოელს ,,შერეკილები’’ და მას უკვე უყვარხარ, ის უკვე პატივს გცემს.იმას არ სჭირდება შენ რაც არ უნდა ლექცია წაუკითხო, რომ მე ასეთი კულტურული ვარ, ის ისმენს, იმიტომ რომ ყველა ამას ეუბნება.
შენ რომ შედევრს , “აკაკის მოგზაურობას” რომ აჩვენებ 1912- ში რომ არის გადაღებული ფილმი მგოსანს, არავის არ გადაუღია ეს.
ლევ ტოლსტოი იყო მაშინ ცოცხალი და რუსებს აზრად არ მოსვლიათ და ქართველმა კაცმა მოიფიქრა, დიდი ქართველი მწერალი გადაიღო და სრულმეტრაჟანი ფილმი დაგვიტოვა, რომ მგოსანი რა არის, მწერალი რა არის,პოეტი რა არის და რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას, ამ  დროს უცხოელი უკვე შენს მხარეს გადმოდის, შენი პარტნიორი ხდება,ტურისტი უფრო ჩამოდის აქ. ეს უცხოელებისთვის და მეორე, შენ აყალიბებ შენს ნაციას, აყალიბებ შენს სახელმწიფოს, ზრდი პატრიოტიზმს,ზრდი სიყვარულს ქართველების მიმართ, ცნობიერებას უმაღლებ.

„დათა თუთაშხია“  ფილმი რომ გამოვიდა, ვეღარ იყიდდით მაღაზიაში წიგნებს., კინოს მერე ყველამ დაიტაცა და კითხვა დაიწყო.
თენგიზ აბულაძის „ვედრება“ რომ გამოვვიდა ვაჟა ფშაველას მიხედვით, ყველა წიგნი, რაც კი იყო ვაჟა ფშაველაზე ქართულად, რუსულად, უცხოურად, ყველა გაიყიდა.

კინო არის ბიძგი, რომ კულტურული ნაბიჯები გადადგას თითოეულმა ადამიანმა. ეს უნდა დააფინანსოს მთავრობამ. ნელ-ნელა დაიწყეს დაფინანსება და ნელ-ნელა ყველაფერი კარგად იქნება.

– ხარჯებზეც რომ გვითხრათ რამე?

-ნუ ხარჯები რომ მოისმინოთ, აუ რა ძვირია 2 მილიონი ლარი ერთ ფილმზე.  არაფერი ძვირი არ არის. გიმეორებთ, ბევრად მეტი მოაქვს კინოს, ვიდრე ფული.

-არჩევნებში მონაწილეობა თქვენი სურვილით მიიღეთ?

– ვერ გეტყვით, რომ ჩემი სურვილით, ისე გავხდი, ისე შევედი, ისე გადავაცილე 73 წელს,  არასდროს მიფიქრია რაიმე თანამდებობაზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ გარკვეულ ჯგუფს მოუნდა ჩემნაირი ადამიანი ყოფილიყო. ანუ ძველი კინოს კარგი მცოდნე. იმისათვის რომ კინო ააღორძინო, თანამედროვე კინო, ძველს  უნდა დაეყრდნო, ცარიელ ადგილზე ვერ ააღორძინებ.

ძველი ქართული კინო ისეთი ძლიერი ფუნდამენტია, იმხელა დიდი კულტურა შექმნა ძველმა ქართულმა კინომ, მეოცე საუკუნის კინომ,ისეთი გენიალური ნაწარმოებები არის, რომ იყო საჭირო ადამიანი, რომელიც წარმოებაშიც ერკვევა, კინო წარმოება არის თუ ეკონომიკური იმედი, რომელიც არის შეხამებული ხელოვნებასთან, სადაც ხელოვნება არის დომინანტი ეკომონიკაზე კინოში.

ანუ ხელოვნებისთვის არის კინო ეკონომიკა . ასეთი ადამიანები იყო საჭირო და იმიტომ ამირჩეს მე. ვეცდები გავამართლო ეს იმედები. ვერ გავამართლებ და ისევე გამიშვებენ, როგორც გაუშვეს სხვები და ისევე წავალ სახლში და ჩემს მერე სხვა მოვა.

-საკადრო ცვლილებებს თუ გეგმავთ?დაიწყეთ თუ არა ძველი კადრების ახლით ჩანაცვლება?

-ნაწილობრივ კი. უკვე 2- 3 ადამიანი შეიცვალა. ზოგი თვითონ წავიდა, ზოგს არც ვიცნობდი მე და  ისე წავიდა. იმიტომ, რომ მიაჩნდათ , რომ მხოლოდ ზაზასთან შეეძლოთ მუშაობა, ქვედარე სტაფზე ვლაპარაკობ. ზაზა ურუშაძე ჩემი წინამორბედი იყო. ძალიან კარგი რეჟისორი,  სერიოზული ფილმების ავტორი, მაგრამ ახალი არჩევნები დაინიშნა და ესეა, ხან ერთი მოდის, ხან მეორე. მარადიული არავინ არ არის.

-რა პროექტებს გეგმავთ,რას იხილავს საზოგადოება თქვენგან?

-ჩვენ არ  ვართ საწარმოო ორგანიზაცია, ჩვენ ვართ არაკომერციული ორგანიზაცია. ეს არის ფაქტიურად აკადემია, სადაც არის თავშეყრილი ყველა კინემატოგრაფისტი. კინოკავშირი ანუ  კინო პროფესიონალების გაერთიანება ნებაყოფლობით საფუძველზე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გავიდეს,როცა უნდა. შემოსვლა ბოდიში, დამსახურება უნდა.

-მაინც რა არის საჭირო წევრობისთვის?

-ნიჭიერება, პროფესიონალიზმი, რამოდენიმე ფილმი გადაღებული. ფასი აკადემიას სწორედ იმიტომ აქვს, რომ აქ არიან უმაღლესი ხარისხის პროფესიონალები. რეჟისორები, სცენარისტები,ოპერატორები,ხმის ოპერატორები,მემონტაჟეები,კინომძღოლები.
კინო არის სახელმწიფო სახელმწიფოში.
ეს არის ძალიან სპეციფიკური დარგი. კინოს არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს დავუშვათ კულტურის სამინისტრო. იმიტომ კი არა , რომ შტერები არიან, კულტურის სამინისტრო სხვა დარგია, სხვა რამეა. კინოს სპეციალისტი უნდა ხელმძღვანელობდეს, კინოსპეციალისტი, კინემატოგრაფისტები.

-როგორია თქვენ სამომავლო გეგმები?

ჩემი სამოავლო გეგმები არის:  ჯერ ერთი გავამართლო ჩემი კოლეგების ნდობა, რომლებმაც მომიყვანეს, ამირჩიეს და მომცეს საშალება, რომ ჩავატარო რეფორმები. რეფორმები რაში იქმნება, რომ გაძლიერდეს სახელმწიფოსგან კინოს ინტერესი. მეტი დამოუკიდებლობა მიეცეს კინოს. მეტად გაძლიერდეს, მეტი დაფინანსება მიეცეს. თქვენ წარმოიდგინეთ არ ესმოდათ ეს აქამდე – როგორო, მე დაგაფინანსო და შენ დამოუკიდებელი იყოო?დიახ, აი როგორც დავუშვათ რაგბის გუნდს აფინანსებს სახელმიფო, საქართველოს ნაკრებს, მაგრამ მწვრთნელის საქმეში არ ერევა ხომ.? როგორც მედიცინას ინახავს, მაგრამ მის საქმეში არ ერევა.
პირადად მე რაც შემეხება, მე არ ვაპიებ კინო გადაღების მიტოვებას და რომ მოვიცლი აუცილებლად კიდე ერთ ფილმს გადავიღებ.

იქნებ კიდევ ერთი ლაზარე მოვახერხო და გადავიღო.

-დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ.

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...