Home » მთავარი » თეოლოგები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

თეოლოგები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

მეუფე იაკობის ბრალდებებთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან შეფასებები მეორე დღეა კეთდება. როგორც თეოლოგები ამბობენ, უსწრაფესად უნდა დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება, უნდა დაიკითხონ, როგორც მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, ასევე მაღალჩინოსნები.

გარდა ამისა, მათივე შეფასებით, საპატრიარქოში კრიზისია და მეუფე იაკობის აღიარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა დეკანოზ მამალაძის უდანაშაულობა.

“აუცილებლად მიმაჩნია, რომ ამ განცხადებების საფუძველზე დაიწყოს გამოძიება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს განცხადებები უკვე ადასტურებს დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშუალობას. ჩანს, რომ ის ამ შემთხვევაში მსხვერპლია,“ – განაცხადა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორმა გოჩა მირცხულავამ.

“მეუფე იაკობის შემთხვევაში საქმე გვაქვს რეალურად განაწყენებულ, დაბოღმილ, გაეგოისტებულ ადამიანთან, რომელიც არის იმედგაცრუებული და ხელმოცარული. მას ალაპარაკებს პირადი ფრუსტრაცია, რამეთუ “ქართული ოცნების” გარკვეული შტო ჰპირდებოდა მას, რომ დასახლედებოდა მოსაყდრის თანამდებობაზე,” – აღნიშნა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა.

საპატრიარიქო ამ დრომდე სდუმს – მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების თაობაზე საპატრიარქოს განმარტებები ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობის მტკიცებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მეუფეს თუ როდის მოხდა ეს ფაქტი, თარიღი არ დაუკონკრეტებია.

Facebook Comments
x

Check Also

“გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით! სიმართლე უნდა გაჟღერდეს!”

მეუფე პეტრე -გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით -სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე. ახლა ვხედავთ პოლიტიკურ და სულიერ ...