Home » თქვენი სათქმელი » “საქართველოს ეკლესიაში კრებსითობის პრინციპი სრულიად გაუქმებულია!..”

“საქართველოს ეკლესიაში კრებსითობის პრინციპი სრულიად გაუქმებულია!..”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ზვიად ცაბაძე

თეოლოგი

-სამართლიანობა ითხოვს ითქვას, რომ მეუფე გრიგოლი იყო პირველი იერარქი, რომელმაც ,,რეაქციაში” გააჟღერა ამბავი, თუ როგორ მოსთხოვეს თუ თხოვეს ერისკაცებმა პატრიარქს გადადგომა. მეორე დღესვე საპატრიარქომ ეს ფაქტი უარყო, თუმცა მოგვიანებით მეუფე იაკობმა დააასტურა მეუფე გრიგოლის სიტყვები. ასე, რომ ამ მხრივ მეუფე იაკობს გუშინდელ ჩართვაში ახალი არაფერი უთქვამს. საკამათო მხოლოდ ის ფაქტია, თუ ვინ იყო მაშინ ამ ყველაფრის უკან.

პატრიარქი ნამდვილად უნდა გადადგეს ან გადააყენონ, მაგრამ არა შიოს დაწინაურების მიზნით ან მიზეზით, არამედ იმიტომ, რომ მან საქართველოს ეკლესიაში კრებსითობის პრინციპი სრულიად გააუქმა. მას უნდა მიყვეს ილარიონ ალფეევის მიერ დანიშნული ე.წ. მოსაყდრეც.

როგორ მოხდება ეს? მღვდელმთავართა ნაწილმა უნდა მიმართოს პატრიარქს, რომ ამ უკანასკნელმა მოიწვიოს წმინდა სინოდის სხდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შედგეს მღვდელმთავართა კრება, რომელიც გადააყენებს პატრიარქს და ე.წ. მოსაყდრეს და აღადგენს კანონიკურ წესრიგს ეკლესიაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ყველა დამნაშავე გაასამართლდეს და ეკლესია დაუბრუნდეს მაცხოვრის თაყვანისცემას და მარტორქის კერპი მტკვარში გადაუძახონ

Facebook Comments
x

Check Also

15:00 საათზე “ოცნების” საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

ანონსი 15:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში  ბრიფინგი გაიმართება – ამის შესახებ ...