Home » ინტერვიუ » ახალგაზრდა დიპლომატი, რომელმაც უარი თქვა ყველა მიწვევაზე და საქართველოში რჩება…

ახალგაზრდა დიპლომატი, რომელმაც უარი თქვა ყველა მიწვევაზე და საქართველოში რჩება…

თამუნა ჯამარიშვილი

თინა მარსაგიშვილი

დღევანდელობაში, სამწუხაროდ ახალგაზრდების უმეტესობას ქვეყნიდან წასვლაზე უჭირავთ თვალი, აი ჩვენი რესპოდენტი კი ის ადამიანია, რომელმაც სხვა ქვეყნებში მიწვევაზე უარი თქვა და თავის ქვეყანაში დარჩენა ამჯობინა.

-არ მინდა ქვეყნიდან წასვლა, მინდა აქ შევქმნა და ვაკეთო საქმე, ვიდრე სხვაგან, ამიტომ მინდა ჩემს ქვეყანაში ისეთი პირობები იყოს, ახალგაზრდებმა თვითრეალიზება მოახდინონ – ამბობს ახალგაზრდა დიპლომატი ჟანა მაჩალაძე, რომლის საზოგადოებისათვის ახლოს გაცნობაც გადავწყვიტეთ ფართო.

– ჟანა, მოგვიყევი შენს თავზე.  

– დავამთავრე 22-ე საჯარო სკოლა, შემდეგ  სწავლა განვაგრძე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით . ძალიან აქტიური სტუდენტობის პერიოდი მქონდა, რომელიც კარიერადაც შეიძლება ჩაითვალოს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში ორგანიზატორად მაქვს ნამუშევარი. იყო შემთხვევები, როდესაც სპიკერიც ვიყავი. ამ ეტაპზე აღსანიშნავია, რომ ვატარებ საჯარო ლექციებს სამოქალაქო აქტივობის და ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერობების კუთხით. კიდევ ბევრი რამეა მოსაყოლი ( იცინის) კონკრეტულად რომ ვიცოდე რა მხარე და პერიოდი მოგიყვეთ…

– კარგი, ცოტა ხანს შევცვალოთ თემა –რა დამოკიდებულება გაქვს ქალების მიმართ ძალადობაზე ?

– ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აღმოსაფხვრელია . რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ბევრი ბერკეტი არსებობს ამის შესამცირებლად , მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოგვარდა, რის გამოც მოცემული პრობლემის მოგვარება დღის წესრიგში დგას. როგორც ქალი, წინააღმდეგი ვარ იმ ყოველივესი, რაც ქალების მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ყველა ქალს ვუცხადებ სოლიდარობას და მინდა პირადად ვიმუშავო უფრო მეტი ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით.

-თავადაც თქვი და ჩვენც ვიცით, რომ საკმაოდ აქტიური ცხოვრება გაქვს. საინტერესოა  როგორ გავაძლიეროთ და ჩავრთოთ ქალები სახელმწიფო საქმიანობაში?

– ქალების გააქტიურება და მათ ხელში ძალის აღება მიზანშედეგობრივი იქნება . ქალებს შეგვწევს ძალა ვმართოთ და ვიყოთ კარგი მმართველები. ჩემი აზრით, სქესობრივი დისბალანსი არ უნდა არსებობდეს. ისევე როგორც კაცებს, ქალებსაც შეუძლიათ გამოიყენონ შესაძლებლობები და და მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. სამწუხაროდ კი ვამბობთ, რომ ასეთი დისბალანსი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ

საჯარო სამსახურებში და სხვა კერძო სფეროში ხშირად არის დისბალანსი ანაზღაურებასთან დაკავშირებით, როცა ქალი და კაცი ერთნაირად მუშაობენ. საბოლოოდ კი ქალები უფრო ნაკლებ ანაზღაურებას ღებულობენ ვიდრე მამაკაცები.

 – რა გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციიდან?

– იმ ქალებს აუცილებლად უნდა ჩავუტაროთ ტრენინგები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ არ გააჩნიათ რაიმეს კეთების უნარი ამ აქვთ შიში.

– როგორ დაახსიათებთ ქალის როლს სახელმწიფოში ?!

– ქალის როლი ძალიან მწირია. გვინდა, რომ წინ დავაყენოთ ქალთა უფლებები, მაგრამ იმდენად შეზღუდულები არიან, რომ ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო ქალთა როლის განვითარებისთვის და მათი დამკვიდრებისთვის.

-ისე საუბრობ, რატომღაც გამიჩნდა სურვილი გკითხო – ქვეყნის სათავეშ მოსვლას ხომ არ აპირებ?

-ვნახოთ, არაფერია გამორიცხული. ახლა ვიცი მხოლოდ ის, რომ მინდა ყველა ახალგაზრდა თავის სამშობლოში ახერხებდეს რეალიზებას, მინდა ჩემი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის დავიხარჯო და არ მინდა ქვეყნიდან წასვლა.

კი, საკმაოდ მტკივნეული საკითხია, მაგრამ მოდი ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. რადგან პირდაპირ პასუხს თავი აარიდე, სხვანაირად გკითხავთ-პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ აპირებთ? რატომღაც ჩვენი საუბრის მერე ასეთი აზრი დამებადა.

-მეტ-ნაკლები დოზით ყველანი პოლიტიკაში ვართ…ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

-ტრენინგ ცენტრი „ნიჭიერი“ – რამდენიმე პროექტი რომ ჩამოგვითვალო, უფრო ნათელი რომ იყოს, ვინ დაინტერესდეს და მოვიდეს.

-სხვადასხვა ტრენინგები გვქონდა, მაგალითად სისხლის სამართალი და სამოქალაქო საზოგადოება, ტრენინგი „პრეზენტაცია თვითპრეზენტაცია“, „ბავშვების ქრისტიანული აღზრდა“ და უამრავი სხვა. იმდენად კარგი და საინტერესო ტრენინგებია, ნამდვილად ვურჩევ ყველას ერთხელ მაინც დაესწრონ.

-სანამ დაგემშვიდობებოდეთ, ვიცით რომ ეწევით ჯანსაღი ცხოვრების წესს, რას ეტყვით სხვებს?

-ყველას ვურჩევ ივარჯიშონ, იკვებონ სწორად და საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრება იქციონ სტილად…

-წარმატეტებს გისურვებთ და იმედია კიდევ იქნები ჩვენი სტუმარი…

Facebook Comments
x

Check Also

“გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით! სიმართლე უნდა გაჟღერდეს!”

მეუფე პეტრე -გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით -სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე. ახლა ვხედავთ პოლიტიკურ და სულიერ ...