Home » მთავარი » ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში რუმინეთის ელჩს უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში რუმინეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში რუმინეთის ელჩს, რადუ ლივიუ ჰორუმბას უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში წვლილისთვის რუმინელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხსაც.

შეხვედრას რუმინეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მირჩა ჟუგურანუ დაესწრო.

Facebook Comments
x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...