Home » ინტერვიუ » „არ მოვერიდები თქმას, ნამდვილად ვხედავ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლას…“

„არ მოვერიდები თქმას, ნამდვილად ვხედავ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლას…“

ნიკა ნაჭყებია

რა ხდება საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე და რას ფიქრობს საზოგადოება? ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ ზვიად ტომარაძეს ვთხოვეთ სტუმრობა, რადგან ის უკვე წლებია საკითხში ჩახედულია და არა ერთი მოთხოვნაც გაუჟღერებია ამ თემაზე.

-თქვენი აზრით, რამ გააღიზიანა მეუფე იაკობი დღეს, როცა კვირიკაშვილი უკვე კარგა ხანია არ არის პრემიერი?

-საინტერესო იყო ნამდვილად, მინიმუმ წელიწადნახევარია, რაც კვირიკაშვილი პრემიერი აღარ არის, ამ განცხადების გაკეთება სრულიად მოულოდნელად მოხდა, რატომ ახლა? როცა პატრიარქმა მეუფე შიო თანამოსაყდრედ დაასახელა, საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ ის არის რუსული პროექტი, კრემლია ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩარეული და სხვა…რა თქმა უნდა, არიან ეპისკოპოსები, რომლებსაც თვალი ეჭირათა პატრიარქის ტახტზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსაყდრეობა არ ნიშნავს იმას, რომ მოსაყდრე გახდება აუცილებლად პატრიარქი, მაინც სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობაა. როდესაც მეუფე შიო მოსაყდრედ დასახელდა, მეუფე იაკობი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. როცა ახლახანს მეუფე შიო გაემგზავრა ამერიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად, სავარაუდოდ მეუფე  იაკობმა გააკეთა ასეთი განცხადებები განაწყენებულის პოზიციიდან.

-მეუფე შიო, ამერიკის შერთეულ შტატებში იყო, როგორ ფიქრობთ მან თავისი თავი ამერიკას შესთავაზა თუ საზოგადოების იმ ნაწილს აუხვია თვალი, რომელიც მას რუსეთის პროექტად მოიაზრებს?

-ჩემი აზრით ეს ვიზიტი იყო იმ მოარული ხმების გაფანტვა, რომ ის რუსული პროექტია. გარდა ამისა, ამერიკაში ქართული ეკლესიის ათი წლისთავი იყო და ესეც კავშირშია მის ვიზიტთად, მაგრამ მთავარი მაინც ვფიქრობ ეჭვების გაფანტვა იყო. მეუფე იაკობი იყო გავლენიანი ეპისკოპოსი, მაგრამ ამერიკაში ვიზიტის დაგეგმვა არ არის ადვილი პროცესი და ვფიქრობ გარკვეული ჯგუფების მიერ იყო ეს საკითხი მოგვარებული. -რა ჯგუფები შეიძლება ყოფილიყვნენ? -არ ვიცი, რადგან არ მაქვს ინფორმაცია…

-შეიძლება ყოფილიყო ეს რამე პარტიული ჯგუფი?

-შეიძლება, არ გამოვრიცხავ. შეიძლება სამთავრობო ჯგუფიც ყოფილიყო, აი ამ ფონზე , როცა მეუფე შიო ჩავიდა ამერიკაში, მეუფე იაკობი შესაძლოა სწორედ ამ ჯგუფებზე განაწყენდა, რომლებმაც მას დაჰპირდნენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა იქნებოდა მისი.

-თუ ხედავთ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლას?

-მე არ მოვერიდები თქმას, ნამდვილად ვხედავ. მათი ქმედებებიდან, ინტერვიუებიდან და ეპისტოლეებიდან გამომდინარე შეიძლება გამოიკვეთოს პატრიარქობის 4 რეალური კანდიდატი – მეუფე შიო როგორც მოსაყდრე, მეუფე პეტრე, მეუფე იაკობი და მეუფე გრიგოლი სავარაუდოდ, რადგან თუ მის ეპისტოლეებს და ინტერვიუს გავიხსენებთ, არ გამოვრიცხავ რომ სურდეს და მეუფა იაკობი. ჩემთვის ძალიან უხერხულია ამაზე საუბარი. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს პატრიარქი.

-იყო თუ არა სწორი მეუფე იაკობის განცხადება და იქონიებს თუ არა გავლენას საპატრიარქოში არსებულ მდგომარეობაზე?

-მოდით ასე ვთქვათ, რომ უკვალოდ არაფერი ქრება და არც არსაიდან ჩნდება რამე, გამორიცხულია ეს განცხადება იყოს ფანტაზიის ნაყოფი ან მხოლოდ განაწყენებული კაცის პოზიცია. პერსონიფიცირებას მოვერიდები, მაგრამ მის განცხადებაში რომ სიმართლის მარცვალი ნამდვილად იქნება ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ვერც ფორმაზე ვიტყვით რამეს და ვერც პერსონებზე. რთულია ვიმსჯელოთ ერთი კაცის ნათქვამით, როცა მოწმეც არ არსებობს. არც მტკიცებულება არსებობს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ რომ რაღაც სიმართლე მაინც არის.

-აშკარად ჩანს, რომ საპატრიარქოში დაძაბული მდგომარეობაა, რაში ხედავთ გამოსავალს? თქვენ საეკლესიო სასამართლოს შექმნაზეც გაამახვილეთ როგორც ვიცი ყურადღება, აი რა ტიპის სასამართლოა ეს და რას შეცვლის? და კიდევ რუის-ურბნისის მდგომარეობა არის დღეს საქართველოში?

-მოდით ჯერ ამ ბოლო კითხვაზე გიპასუხებთ. რუის-ურბნისის კრება ჩაატარა დავით აღმაშენებელმა ,მე დღეს არც პოლიტიკურ ასპარეზზე და არც სხვაგან დავით აღმაშენებელს ვერ ვხედავ, ნამდვილად ვერ ვხედავ რუის-ურბნისის კრების ჩამტარებელს. ნეტავ ვცდებოდე და ასე არ იყოს. მეც ამ ეკლესიის წევრი ვარ და სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ისე არ მიმდინარეობს პროცესები, რაც ყველას გაგვიხარდება. რაც შეეხება გამოსავალს, ჩემი აზრით გამოსავალი არის საეკლესიო სასამართლოს აღდგენა. მარტო საქართველოს არ აქვს საეკლესიო სასამართლო, მაგრამ ისე რომ არ გაგვიგოს მკითხველმა, რომ დღეს საერთოდ არ არის ეს სასამართლო, დავაკონკრეტებ, რომ საეკლესიო სასამართლოს ფუნქციები შეთავსებული აქვს პატრიარს და სინოდს. რატომ სჯობს რომ იყოს ცალკე საეკლესიო სასამართლო? ჩვენი პატრიარქი არის ასაკში და მას ამ ტვირთს თუ მოვხსნით კარგი იქნება, გარდა ამისა, ჩვენი უწმინდესი შემწყნარებელია და მიმტევებელი, რითიც ბოროტად სარგებლობს ბევრი, სინოდი კი იკრიბება წელიწადში ორჯერ, უამრავი საკითხი გროვდება განსახილველი და სინოდს საეკლესიო სასამართლოს საკითხების განსახილველად ელემენტარულად დრო არ ეყოფა, შეიძლება რაიმე განსაკუთრებით ხმაურიანი საკითხი განიხილოს. აქედან გამომდინარე კარგი იქნება თუ შეიქმნება საეკლესიო სასამართლო, რომელიც იმუშავებს საეკლესიო სამართლით.

-ანუ?

-აი მაგალითად, ვერცხლმოყვარეობა ერში სულაც არ არის დანაშაული და არ ისჯება სამოქალაქო კანონით, მაგრამ საეკლესიო კანონი კრძალავს. საეკლესიო სასამართლო განიხილავს შიდა საქმეებს და ეს კარგად აისახება ერზეც და ბერზეც. კიდევ ერთი საკითხი, კარგი იქნება თუ საპატრიარქო დანიშნავს საპარლამენტო მდივანს.

-რას გულისხმობთ?

-2015 წელს მე დავწერე კანონპროექტი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების ამოღების შესახებ, რომელიც პარლამენტშ წარადგინა სოსო ჯაჭლიანმა. აი ამ საკითხზე ჩემთან ეხვედრა ითხოვა  ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატებმა, ამ დროს მათ მითხრეს, რომ მეშუამდგომლა საპატრიარქოსთან და ამ უკანასკნელს დაენიშნა საპარლამენტო მდივანი. არის საკითხები, რომელზეც პარლამენტს აინტერესებს საპატრიარქოს პოზიცია, ამიტომ მათი თხოვნა იყო საპატრიარქოს ყოლოდა ოფიციალური წარმომადგენელი ანუ საპარლამენტო მდივანი. მე მაშინვე ჩავაყენე საპატრიარქო საქმის კურსში, მაგრამ გავიდა 4 წელი და ჯერ კიდევ არ დაძრულა ეს საკითხი.

-ხვალ არის სინოდის სხდომა…

-ისეთ ვითარებაში უწევს სინოდს სხდომის გამართვა, რთულია და მოვერიდები პროგნოზის გაკეთებას. ხვალ სინოდი მეუფე იაკობის გარდა მეუფე პეტრეს საკითხსაც განიხილავს და ვნახოთ…

Facebook Comments
x

Check Also

15:00 საათზე “ოცნების” საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

ანონსი 15:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში  ბრიფინგი გაიმართება – ამის შესახებ ...