Home » ინტერვიუ » 21-ე საუკუნის ერთადერთი ოლიმპიელი თუში სპორტსმენი სამხტომაში …

21-ე საუკუნის ერთადერთი ოლიმპიელი თუში სპორტსმენი სამხტომაში …

თამარ ჯამარიშვილი

სიამაყით მინდა მოგიყვეთ ერთი ახალგაზრდა სპორტსმენის შესახებ, რომლის ნიჭიც თუშეთის წიაღში დაიბადა და მამამისთან ერთად მინიმალურ პირობებში ,საბრძოლო განწყობით იქამდე მივიდა, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვა – ის არის 21ე საუკუნის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც იასპარეზა ბრაზილიაში ოლიმპიურ თამაშებზე . იგი ამ სახეობაშიც ერთ – ერთია და უძველესი სპორტის სახეობის გამგრძელებელია .

იმისთვის, რომ ლაშა ღულელაური ფართო საზოგადოებას გავაცნოთ, ჩვენ მას ვარჯიშზე ვესტუმრეთ.

-როდის დაინტერესდით ამ სპორტით და რომელი ასაკიდან დაიწყეთ ვარჯიში?

-პატარაობიდანვე ძალიან მომწონდა სპორტული აქივობები ,იქიდან გამომდინარე, რომ მამა იყო ფიზმომზადების პედაგოგი, ხშირად მასწავლიდა ამ სფეროში რაღაცეებს, მეც მალევე გამიჩნდა დაინტერესება ,აქვე გავიგე ლეგენდარული ვიქტორ სანაევის შესახებ და მივხვდი, რომ ჩემი მიზანი უფრო მეტი იყო, ვიდრე გატაცება და დაახლოებით 6 წლიდან არ ვღალატობ სპორტს.

-ლაშა, რა როლი ითამაშა ოჯახმა, თქვენს კარიერულ წინსვლაში?

⁃ ნებისმიერ დროს და მათ შორის სპორტში ოჯახის გვერდში დგომას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კარიერული წინსვლისთვის. მამაჩემი არის ჩემი მწვრთნელი, თვლი რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს., როდესაც ოჯახის წევრთან ერთად იბრძვი მიზნისთვის და ცდილობ წარმატებას მიაღწიო. ის ორმაგად გაძლიერებს.

– გყავთ თუ არა მისაბაძი სპორტსმენი, კუმირი, ვისი რეკორდის მოხსნაზეც ოცნებობ?

⁃ ალბათ ყველას და მათ შორის მეც მყავს იდეალი. სამწუხაროდ ახალგაზრდა თაობამ არ იცის მის შესახებ. ეს არის ვიქტორ სანაევი, მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი არა მხოლოდ მძლეოსნობაში, არამედ თითქმის ყველა სახეობაში. 2000 წლის ოლიმპიურ კონგრესებმა ერთხმად აირჩიეს საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად. ის ჩემთვის ბავშვობუდან მოყოლებული წარმოადგენდა იდეალს. არ მინდა ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ მსურს მისი რეკორდი მოვხსნა.

⁃ როგორ უთავსებთ სწავლას და სპორტს ერთმანეთს?!

⁃ მიჭირს. სპორტსმენებს ვურჩევდი სამედიცინოზე არ ჩააბარონ, სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით დიდი დატვირთვით ვსწავლობთ. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ამ რეჟიმს და მინდა აღვნიშნო, რომ კარგად ვართმევ თავს. თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. არც სწავლა და არც სპორტი არ არის ჩემთვის ჰობი, რადგან პროფესიული კითხით ვიყენებ ყველაფერს. განათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტის გარეშე ვერ ვხედავ საკუთარ თავს მომავალში.

⁃ რა ინტერესები გაქვთ სპორტის გარდა?

⁃ ფილმების ყურება , წიგნების კითხვა. მიყვარს მთაში ხეტიალი და ლაშქრობები, რადგან ვარ თუში და ჩემთან ორგანულად ახლოსაა ბუნება.

-თქვენ იყავით პირველი ქართველი სპორტსმენი სამხტომაში, რომელმაც ლიცენზია მოიპოვა ოლიმლიურ თამაშებზე, რა სირთულეებს გადააწტყდით აქამდე რომ მოსულიყვით და გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინები იქ ასპარეზობამ,კმაყოფილი ხართ თუ არა ამ შედეგით?

⁃ ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ამ დონის მიღწევა დამსახურებაა ჩემი დასაწყისის, იმ გზის, რომელც მამაჩემთან ერთად გავიარე. ბევრი დანებდებოდა და მიზნისთვის ბრძოლას შეწყვეტდა. ვამაყობ ჩემი თავით და იმ ადამიანებით, რომლებიც გვერდით მედგნენ. აღსანიშნავია ჩემი პირველი სპორტული წარმატებები ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე. ვერცხლი და ორი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჭაბუკებში და ჯუნიორებში, ლილში და ბარსელონაში იყო. ეს ის პერიოდია, როცა სკოლის მოსწავლე ვარ, ალვანში ვიყავი და თბილისში. რა თქმა უნდა ალვანთან შედარებით თბილისში უკეთესი პირობები იყო, მაგრამ იქ ისე გავერთე, რომ თავად შევქმენი პირობები.  სკოლის ეზოც მოვაწყეთ და ასე მოვედი აქამდე.

ჩემი ტრამვმების გამო, ბოლომდე არ ვარ რეალიზებული სპორტენი, რადგან ჯერ-ჯერობით ჩემი შესაძლებლობების ნახევარი მაქვს გამოვლენილი. ბევრი შეიძლება ჩემი უცოდინრობის გამოც მოხდა. იმედია მომავალში გამოვავლენ ჩემს შესაძლებლობებს და მივაღწევ იმ შედეგს, რაც მართლა შემიძლია.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-მომდევნო წელი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ოლიმპიადის წელი მოდის. იანვრიდან ოლიმპიური ლიცენზიებისთბის პრძოლა დაიწყება. პირველი შეჯიბრი ყაზახეთში ჩატარდება, 18 იანვარს დავიწყებ. მომდევნო  ვენაში. ვიმედოვნებ რომ ლიცენზიებს მოვიპოვებ ტოკიოს ილიმპიადისთვის. შემდეგ ევროპის ჩემპიონატი არის პარიზში, რაც მნიშვნელოვანია. წელს ჩვენი ეროვნული ჩემპოინატის შემდეგ მთელი სეზონი გამიცდა, 2 თვე ვერ გამოვდიოდი, მაგრამ ბოლოს აგვისტოში ხორვატიაში შემეძლო მონაწილეობა მაგრამ ჩემი ტრენერის რჩევით გამოვედი და მოვიგე ეს შეჯიბრი. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რადგან სტიმული მომცა და უფრო გავძლიერდი.

-რას ურჩევდით ახალგზარდებს, ვინც სპორტით არაა დაკავებული?

⁃ ჯანსაღი ცხოვრება ⁃ თვითონ პროფესიული სპორტი არც ისე ჯანსაღია და ბევრ პრობლემებს გიქმნის. შესაბამისად აუცილებელი არაა ყველა ჩაერთოს სპორტში, მაგრამ ყოველდღიურად 30 წუთი ვარჯიშს დაუთმონ ან თუნდაც ველოსიპედით იარონ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია სქოლიოზი და სხვა ბევრი პათოლოგია, რაც სასწავლებელში გვასწავლეს რეაბილიტაციის განხრით.

ნაკლები მოწიონ, მეტი იარონ და მეტი გაიღიმონ. ნაკლები ბოღმა და ნაკლები შური…

-წარმატებებს გისურვებთ.

Facebook Comments
x

Check Also

15:00 საათზე “ოცნების” საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

ანონსი 15:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში  ბრიფინგი გაიმართება – ამის შესახებ ...