Home » მთავარი » ბოტანიკური ბაღი „ყვავილების სამეფოდ’’ იქცა

ბოტანიკური ბაღი „ყვავილების სამეფოდ’’ იქცა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „ყვავილების გამოფენა’’ უკვე მესამედ იმართება.

გამოფენა 3 ნოემბრის 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე, ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან, ქრიზანთემების 100-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიშია წარმოდგენილი, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია.

მასში მონაწილეობენ მსხვილი სათბურები, სანერგე კომპანიები, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ. მონაწილე კომპანიების შემოდგომაზე მოყვავილე მცენარეების შეძენის გარდა, შესაძლებელია ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემებისა და ტროპიკული მცენარეების შეძენაც.

ბოტანიკური ბაღის ეკოგანათლების წარმომადგენლები სპეციალურად ბავშვებისთვის ქოთანში ყვავილის სწორად ჩარგვის მასტერკლასებს ატარებენ და დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან.

ღონისძიებას ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ესწრება.
„ყვავილების გამოფენა’’ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციად იქცა და მომავალ წელსაც ჩატარდება.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...