Home » მთავარი » „გაგიმხელთ, რომ 4 ნოემბერს ეპარქიიდან გავდივარ…” – სად მიდის მეუფე…

„გაგიმხელთ, რომ 4 ნოემბერს ეპარქიიდან გავდივარ…” – სად მიდის მეუფე…

როგორც მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ეპარქიას დღს დატოვებს. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან გადაყენებული პეტრე ცაავა ამბობს:

-„გაგიმხელთ, რომ 4 ნოემბერს ეპარქიიდან გავდივარ. სინოდის სხდომას თუ მოიწვევენ და გაშუქდება საპატრიარქოს არხის „ერთსულოვნების“ მეშვეობით, დავესწრები. თუ მიაჩნიათ წმინდა სინოდის წევრებს, რომ ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს, ერთსულოვნებისთვის ჯერ ბერში და შემდეგ ერში უნდა გადაიდგას ნაბიჯები ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის. წმინდა სინოდს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, ვინაიდან მღვდელმთავრები და სინოდის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და სიცრუეს ტირაჟირებენ. მიმაჩნია, რომ სინოდის სხდომები საპატრიარქოს არხის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში უნდა გაშუქდეს“.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ თბილისში მიდის, თუმცა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რომელ ტაძარში განაგრძობს სასულიერო მოღვაწეობას.

ცნობილია ისიც, რომ  ეპარქიას იღუმენია თამარი და მამა ანდრია სარიაც დატოვებენ.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია მალიგნიზაციის თავიდან აცილება

პრეპარატი კამელინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან სხვა გვერდით მოვლენა. პრეპარატი ...