Home » მთავარი » ტომარაძე, მანჯავიძე და გლურჯიძე ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების გაუქმებას მოითხოვენ

ტომარაძე, მანჯავიძე და გლურჯიძე ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების გაუქმებას მოითხოვენ

ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე და შოთა გლურჯიძე ხელისუფლებას მიმართავენ. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

-მიმართვა ხელისუფლებას! როგორც ცნობილია, 8 ნოემბერს საქართველოს კინოთეათრებში დაგეგმილია ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება.

ფილმი წარმოადგენს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ,შეურაცხმყოფელია ქართული კულტურისათვის და მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისათვის, რომლის ნაწილიც აპირებს ფილმის ჩვენების ჩაშლას. მოსალოდნელი საზოგადოებრივი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ გააუქმოთ ფილმის ჩვენება, მითუმეტეს რომ ასეთი პრეცენდენტი უკვე არსებობს, როდესაც 2016 წელს შსს–მ პორნოგრაფიული სიჟეტის გამო გააუქმა ფილმის “სიყვარული” ჩვენება კინოთეატრებში.

ამასთან ერთად, ეს ჩვენება შეიძლება გადაიქცეს უმართავი პროცესების გენერატორად,რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენების კონტექსტში და რისი უახლესი მაგალითიც გახლდათ ივნისის მოვლენები. ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა მოახდინოს მოსალოდნელი დესტაბილიზაციის პრევენცია,მითუმეტეს,როცა მას ამის შესახებ წინასწარ და საჯაროდ აფრთხილებენ, ხოლო პრევენციის ყველაზე მარტივი გზაა ამ პროვოკაციული ფილმის კინოთეატრებში ჩვენების აკრძალვა.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია მალიგნიზაციის თავიდან აცილება

პრეპარატი კამელინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან სხვა გვერდით მოვლენა. პრეპარატი ...