Home » მთავარი » „რაც შეეხება თავად ფილმს და ხელოვნებას, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა…”

„რაც შეეხება თავად ფილმს და ხელოვნებას, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა…”

პარლამენტის თავმჯდომარე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერას გამოეხმაურა და განაცხადა –  “გარწმუნებთ, რომ ხელისუფლებას ვერავინ ვერაფერს მოუწყობს და საზოგადოებრივ წესრიგს არანაირი საფრთხე არ შეექმნება”.

არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ ვინმეს სურს პროტესტის გამოხატვა, შეუძლია ეს პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმით, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„რაც შეეხება თავად ფილმს და ხელოვნებას, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, კულტურული საზოგადოება და ყველას შეუძლია ხელოვნებაში თავისი თავი გამოხატოს ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. შესაბამისად, აქ სხვა კითხვები არ არსებობს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული მარში“ და ლევან ვასაძე პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან.

Facebook Comments
x

Check Also

მოლებში და ბაზრობებზე  მომხმარებლების დიდი მობილობაა და მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება

მიხეილ დაუშვილი:  სავაჭრო  მოლებში და ბაზრობებზე  მომხმარებლების დიდი მობილობაა და მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ ...