Home » მთავარი » “როცა კანონმდებლობა არ გივარგა, ვერაფერზე გექნება პრეტენზია!..”

“როცა კანონმდებლობა არ გივარგა, ვერაფერზე გექნება პრეტენზია!..”

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები დაინტერესებულ მხარეებთან მესამე საჯარო შეხვედრას მართავენ.

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, შრომის კოდექსის რეფორმას ემხრობა. მისივე თქმით, აბსურდულია ის მოსაზრება, თითქოს რეფორმა ჩრდილოვან ეკონომიკას გაზრდის.

„ადამიანები იტანჯებიან გაუსაძლისი მდგომარეობით. მხოლოდ სიდუხჭირის კი არა, უუფლებობის გამოც გარბიან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ. იკითხეთ თქვენს გარშემო, რას ნიშნავს ზეგანაკვეთური შრომა, რას ნიშნავს სამუშაო დრო, შვებულების არ ქონა? როცა კანონმდებლობა არ გივარგა, ვერაფერზე გექნება პრეტენზია. ეს შრომის კოდექსი გამოასწორებს ყველაფერს საკანონმდებლო დონეზე,“ – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

“ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ...