Home » მთავარი » ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს ემრე კარაოსმანოღლუს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ქ. ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის როლი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში. საუბარი ასევე შეეხო თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...