Home » მთავარი » ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა

ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა

ქ. ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის გენერალური შტაბის უფროსთან, ფეიად ბინ ჰამედ ალ-რუვაილთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. თავდაცვის მინისტრმა საუდის არაბეთის დელეგაციას კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს ემრე კარაოსმანოღლუს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...