Home » მთავარი » პრემიერის განცხადებით, ბატიაშვილი მინისტრის პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს

პრემიერის განცხადებით, ბატიაშვილი მინისტრის პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მის მიერ თანამდებობის დატოვება, ია კერზაიას საქმის სტრასბურგში გაგზავნას არ უკავშირდება.

“სადღაც საბუთების გაგზავნა ვერ დაუკავშირდება ამას, თუმცა მე შემიძლია პირადად გითხრათ, რომ ამ პროცესს მივესალმები,“ – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

სარჩელი – “შენგელია საქართველოს” წინააღმდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დარეგისტრირდა. სტრასბურგის სასამართლომ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განცხადება ჩაიბარა და სამი თვის განმავლობაში გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში.

შეგახსენებთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი თანამდებობას ტოვებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიხეილ ბატიაშვილი მინისტრის პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

Facebook Comments
x

Check Also

სვანეთში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ...