Home » მთავარი » მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი იმოქმედებს უვადოდ

მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი იმოქმედებს უვადოდ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი მთავრობის ინიციატივას მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

,,კიდევ ერთი პოზიტივი: დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში მიწის დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა, ახალი ინიციატივის თანახმად ზოგადი წესი იმოქმედებს უვადოდ. ამ პროცედურას საჯარო რეესტრი განახორციელებს კვლავ ერთი ფანჯრის პრინციპით და 2022 წლის პირველ იანვრამდე იქნება უფასო. 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას“, წერს გიორგი ვოლსკი.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...