Home » მთავარი » “ქართული მარში” გამოიყენებს ყველა ფორმას, რომ არ მოხდეს ფილმის ჩვენება

“ქართული მარში” გამოიყენებს ყველა ფორმას, რომ არ მოხდეს ფილმის ჩვენება

“ქართული მარში” დღეს 4 საათზე ფილარმონიასთან საპროტესტო აქციას იწყებს. ისინი აცხადებენ, რომ მოაწყობენ სირცხვილის კოლიდორს და გააბამენ ცოცხალ ჯაჭვს. მათივე განცხადებით კინო-თეატრში არ შეუშვებენ მსახიობებს და მაყურებელს.

“ქართული მარში” აცხადებს, რომ აქცია იქნება მშვიდობიანი, მაგრამ თუ საჭირო გახება, გამოიყენებენ ყველა ფორმას, რომ არ მოხდეს ფილმის ჩვენება.
მარში აცხადებს, რომ თუ შსს დაარღვევს კანონს, ისინი უწყებაზეც მოახდენენ ზეწოლას.
აქციას უერთდებიან სასულიერო პირები.

“ქართული მარშის” ეპიცენტრი იქნება კინოთეატრი “ამირანი”, მაგრამ მცირე ჯგუფები მივლენ სხვაგანაც და ასევე ბათუმშიც, სადაც ფილმის ჩვენება გაიმართება.
-+18 SOS !!! ყველას,ყველას,ყველას !!! ქართულმა მარშმა ესკლუზიურად მოიპოვა ქართული გეი-ფილმის ყველაზე საშინელი კადრები !!! გთხოვთ ბავშვები მოარიდოთ ეკრანს !!! ამ სიბილწეს არ დავუშვებთ !!! ნუ ხართ შეშინებულები – გამოდით ხვალ 16 საათზე ფილარმონიასთან და ერთად ჩავშალოთ ამ გარყვნილების ჩვენება !!! რამდენიმე წუთში მოგაწვდით კადრებს და გადაწყვეტილება თავად მიიღეთ !!! შეურაცხყოფილია ქართველი კაცი,ჯვარი,სარწმუნოება და ყველაფერი წმინდა !!! ვიყოთ ვაჟკაცები და ჩავშალოთ ეს საშინელება !!! – აცხადებს მარში.

Facebook Comments
x

Check Also

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. გუშინ, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ...