საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ პოლიცია ხუთივე კინოთეატრში უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას. მისივე თქმით, მობილიზებულია ადეკვატური ძალები და იმოქმედებენ კანონის ფარგლებში.
-დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. არ უნდა მოხდეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება”-განაცხადა სირაძემ.
“ამირანთან” იკრიბებიან აქციის მონაწილეებიც. პოლიციას გადაკეტილი აქვს შესასვლელი და კორდონია გაკეთებული. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის რვა ავტობუსი დგას.