Home » მთავარი » საბურთალოს მაჟორიტარი საკრებულოს სხდომებზე

საბურთალოს მაჟორიტარი საკრებულოს სხდომებზე

დღეს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

 კომისიის წევრებმა თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა და იმ პრიორიტეტულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა დაფინანსებაც იზრდება. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი ტრანსფერის ხარჯზე იზრდება. აღნიშნული თანხიდან 75 მილიონი ლარი საკრედიტო ხაზის დაფარვას მოხმარდება, ხოლო დარჩენილის 25 მილიონ 180 000 ლარი კი სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილდება.

 კომისიის წევრებმა დღესვე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებსა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები განიხილეს. დეპუტატებს საკითხი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური უფროსმა გიორგი ებანოიძემ წარუდგინა.

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...