Home » მთავარი » ანა დოლიძე: რუსთავი 2-მა აიცილა მყისიერი საფრთხე ამ პოლიტიკური რეკლამის შეჩერებით

ანა დოლიძე: რუსთავი 2-მა აიცილა მყისიერი საფრთხე ამ პოლიტიკური რეკლამის შეჩერებით

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, განიხილოს რუსთავი 2-ის ეთერში გასული “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო რგოლის საკითხი.

“გასაგებია, რომ რუსთავი 2-მა აიცილა მყისიერი საფრთხე ამ პოლიტიკური რეკლამის შეჩერებით, თუმცა ამ სფეროში, კონკრეტული საარჩევნო რეკლამა რა ტიპის შინაარს შეიცავს საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფოს და კონკრეტულად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. შესაბამისად ჩვენ მივმართავთ მას, რომ იმსჯელოს ამ საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება” -განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო რგოლი, რუსთავი2-ის ეთერიდან მოიხსნა. შესამაბისი გადაწყვეტილება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიიღო, მიზეზად ინაშვილის პარტიის მხრიდან ანტითურქული კამპანია დაასახელა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

კამელინი-იმუნური სისტემის სრული ნორმალიზაცია

ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარე ქონიკული დაავადებების, ხშირი მწვავე რესპირატორული ან ბაქტერიული ინფექციების (3-4ჯერ წელიწადში) დროს ...