Home » მთავარი » თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2019 წლის 7 ოქტომბრის N 594 ბრძანების საფუძველზე კონკრეტული ნაბიჯები ჯერ კიდევ აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებამდე გადაიდგა, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური საინვენტარიზაციო კომისია, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ინვენტარიზაციის ჩატარება დაევალა.

„ბრძანების შესაბამისად დაიწყო ინვენტარიზაციის პროცესი, რომელიც ყველა სახის აქტივების სავალდებულო ინვენტარიზაციას, მათ შორის იმ აქტივების აღრიცხვას მოიცავს, რომელიც წლების განმავლობაში არ იყო აღრიცხული და შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნა 2018 წლის 31 დეკემბრის პერიოდს ეხება, თუმცა აქტივების აღრიცხვისა და შეფასების პრობლემა ათწლეულებია, არსებობს. სამინისტროს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარებიდან მიღებული აქტივებით იწყება.

აღსანიშნავია, რომ არ ხდებოდა სისტემური რეგისტრაციები, რომელიც ხორციელდებოდა მხოლოდ ერთეულ ობიექტებზე, იყო მიღება-ჩაბარების თუ აღრიცხვის კუთხით უზუსტობები, გაუმართავი პროცედურები და ასევე, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა. თავდაცვის უწყების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით, დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრის პროცესი, რაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი და უყურადღებოდ დატოვებული იყო.

გეგმის თანახმად ასევე დაწყებულია მუშაობა ქონების აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის შემუშავების მიზნითაც, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ერთიანი სისტემის დამკვიდრებას და გამორიცხავს აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ უზუსტობებს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში

Facebook Comments
x

Check Also

სიკეთის კეთებას დღესასწაული არ სჭირდება (ვიდეო)

ვაჟა თანიაშვილი საეთაშორისო ასოციაცია ,, საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის „ რომელიც 27 წელზე მეტია ...