Home » მთავარი » “ცილს ნუ დასწამებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი…”

“ცილს ნუ დასწამებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი…”

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს, ილია მეორემ მრევლს მიმართა და ბრძანა – ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას და ნუ დასწამებთ ცილს.

“გახსოვდეთ, რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია. აი, ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. მე არაერთხელ შეგახსენეთ თქვენ, რომ ყოველ დღე ვისაც გყავთ მშობლები ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ მას კურთხევა. იმათი დალოცვა იქნება ღვთის ლოცვა-კურთხევა თქვენზე.

მინდა გითხრათ, რომ ყოველ ადამიანს აქვს რაიმე ნიჭი. ეს არის ღვთისაგან ბოძებული, ეს არის საჩუქარი. ჩვენი დამსახურება კი არ არის, ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი, უნდა დააფასოთ, ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში ამოუდგეთ და თქვენც იქნებით გახარებული და ისიც. არ არსებობს ადამიანი უნიჭო, მხოლოდ საჭიროა იმ ნიჭის მოძებნა, გამონახვა. შეიძლება ნიჭიერი იყო მეცნიერებაში, ტექნიკაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ უნიჭო ადამიანები არ არსებობს. მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს იმ ნიჭს დიდი წარმატებით, დიდი შედეგებით. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილს ნუ დასწამებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი. წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენ იქნებით ბედნიერნი,”- აღნიშნა საკვირაო ქადაგებისას დღეს პატრიარქმა.

Facebook Comments
x

Check Also

ხვალ 11 საათზე “ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

ანონსი ხვალ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება. ...