Home » მთავარი » ერგნეთში მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

დღეს ერგნეთში მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა გაიმართება, მთავარი საკითხი კი ისევ სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები იქნება. ამ საკითხზე მხარეების პოზიციები პრინციპულად უცვლელია. დეფაქტო ცხინვალი ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს აღებას ისევ ითხოვს. ქართული მხარე კი განმარტავს, რომ საგუშაგოს მიზანი უსაფრთხოების დაცვაა და მისი დემონტაჟი არ განიხილება.

შეხვედრაზე ქართული მხარე კვლავ მოითხოვს 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილი ახალგორისა და პერევის გამშვები პუნქტების გახსნას. ჰუმანიტარული კრიზისის გარდა ადგილობრივები სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. გამშვები პუნქტების გახსნისკენ დეფაქტო ცხინვალს მოუწოდებს ევროკავშირიც.

ევროკავშირის ორგანიზებით და ეუთოს მხარდაჭერით ერგნეთში ტექნიკური შეხვედრები მას შემდეგ იმართება, რაც 29 აგვისტოს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დეფაქტო ცხინვალის მიზეზით ჩაიშალა.

ამ ფორმატში შეხვედრების აღდგენისკენ მხარეებს ჟენევის თავმჯდომარეები მოუწოდებენ, რადგან ტექნიკურ შეხვედრებზე მხოლოდ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები და აქედან გამომდინარე გამშვები პუნქტების ჩაკეტვა განიხილება.

Facebook Comments
x

Check Also

სიკეთის კეთებას დღესასწაული არ სჭირდება (ვიდეო)

ვაჟა თანიაშვილი საეთაშორისო ასოციაცია ,, საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის „ რომელიც 27 წელზე მეტია ...