Home » მედიცინა » “კამელინის“ პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან

“კამელინის“ პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან

“კამელინი” ქართული წარმოების ორიგინალური, 100%–ით ნატურალური, ეკოლოდიურად სუფთა პროდუქტი, მაღალეფექტური, არატოქსიურია. გამოირჩევა ორგანიზმში შეყვანის გზების მრავალფეროვნებით: კამელინი – მ 1 ინექცია, კამელინი – მ 2 კაფსულები, კამელინი- მ 3 მალამო, კამელინი- მ 4 სანთლები (სუპოზიტორია), კამელინფლუ– სპრეი. „კამელინი“ იმუნომოდულატორული აქტივობის გამაძლიერებელი საშუალება, ანტიოქსიდანტია. არეგულირებს უჯრედოვანი იმუნური სისტემის მუშაობას და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისგან.

„კამელინი“ შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპლექსურ თერაპიაში სხვადასხვა პათოლოგიების დროს. შესწავლილ იქნა პრეპარატ „კამელინის“ ანტიოქსიდანტური აქტივობა. ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა კამელინის ხუთივე ფორმის პრეპარატი, აქცენტი „კამელინ მ 2 „–ზე, კაფსულებზე გამახვილდა. კვლევებიდან გამომდინარე მიღებულ იქნა დასკვნა, რომ ზრდასრულ ადამიანებში (ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მოთხოვნის საშუალო სადღეღამისო ნორმა 360 მგ–ს შეადგენს) კამელინის 2–3 კაფსულა სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს.

,,კამელინ მ 1” ეფექტურია, როგორც იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიბაქტერიული, რეგენერაციული, ანტივირუსული საშუალება. ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე.

,,კამელინ მ 2”-ს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას. გამოიყენება ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციების, სიმსივნური დაავადებების, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული და ტრავმების დროს.

,,კამელინ მ 3”-ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ააქტივებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

,,კამელინ მ 4″ ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციისა და რეპარაციული პროცესების გამაძლიერებელი ეფექტის მქონე პრეპარატია, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.

პრეპარატი „კამელინი“ დიდ ინტერესს იწვევს, როგორც მეცნიერთა , ასევე პრაქტიკოსი ექიმების მხრიდან. მათი ინტერესის დაკმაყოფილებას კი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები და კვლევებში ჩართული ექიმები დამოუკიდებელ თემატურ კონფერენციებზე კლინიკურ კვლევებზე გამყარებული შედეგების პრეზენტაციებით ახდენენ. კომპანია ასევე აქტიურად იღებს მონაწილეობას სამედიცინო საზოგადოების მიერ გამართულ კონფერენციებსა და ღონისძიებებზე.

საქართველოსა და საზღვარგარეთ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა პრეპარატის ჩვენების მრავალმხრივობა. იგი გამოიყენება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სტომატოლოგია, რევმატოლოგია, ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიები და სხვა. „კამელინი“ფართოდ გამოიყენება ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციების, ასევე ვაგინალური, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ფიბრომატოზულ–კისტოზური მასტოპათიების, სახსრების დისტროფიულ–დეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში, სახსრების ხრტილოვანი ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ბუნებრივი ორგანული მჟავები, რომლითაც მართლაც ძალიან მდიდარია „კამელინი“. მისი მიღებისას ეს ნივთიერებები უშუალოდ ერთვებიან ხრტილოვანი ქსოვილის მშენებლობის პროცესში, რის შედეგადაც ხდება ტკივილების კუპირება, შეზღუდული მოძრაობა მკვეთრად უმჯობესდება.

გახსოვდეთ! ორგანიზმში, სადაც გამართულად მუშაობს იმუნური სისტემა, იქ მრავალი დაავადება უძლურია.

„კამელინის“ პროფილაქტიკური თვალსაზრისით გამოყენება თავიდან აგაცილებთ მრავალი სახის დაავადებას. პრეპარატ კამელინის 5-ივე ფორმა იყიდება ყველგან აფთიაქებში! გაიცემა ურეცეპტოდ!

კონსულტაცია უფასოა!

ტელ: 599230333, 599331089

Facebook Comments
x

Check Also

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის ...