Home » მთავარი » პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მობილიზაცია გამოაცხადეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მობილიზაცია გამოაცხადეს

მას შემდეგ, რაც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მობილიზაცია გამოაცხადეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ აქცია კვლავ მშვიდობიანი, მაგრამ გაცილებით რადიკალური იქნება.

“არნახულ წნეხში მოვაქცევთ “ქართულ ოცნებას”, მანამ სანამ არ მივიღებთ ნანატრ და მოპოვებულ პროპორციულ არჩევნებს. ყოველგვარი კანონდარღვევის, ძალადობის, დესტრუქციული ქმედებების გარეშე, ისევე, როგორც 3 თვის განმავლობაში ერთი კრიმინალური აქტი არ დაფიქსირებულა ჩვენს მიერ, ისე გავაგრძელებთ, ოღონდ გაცილებით რადიკალურები ვიქნებით, გაცილებით მეტი ვიქნებით და უფრო გაბრაზებულები. ბატონო ბიძინა, თქვენ გქონდათ შანსი, რომ 2020-ში არჩევნების გზით წასულიყავით, ეს შანსი არ გამოიყენეთ და კიბატონო, მანამდე მოგიწევთ წასვლა,”- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, რომელიც “პირობითი განგაში”-ს სახელით იმართება, დაიწყებენ მასშტაბურ აქციებს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ 20-21 ივნისის დრო გაცემული დაპირება, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ შეასრულოს.

Facebook Comments
x

Check Also

საფრანგეთში გაფიცვებია, გაუქმდა ბევრი რეისი…

საფრანგეთში გაფიცვებია. როგორც ჩვენი წარმომადგენელი, დავით ორაგველიძე ადგილიდან გვატყობინებს, გაიფიცნენ საზოგადოებრუვი ტრანსპორტის თანამშრომლებიც. შეფერხებით მუშაობს ...