Home » მთავარი » “ივანიშვილთან ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება”

“ივანიშვილთან ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება”

დეპუტატი დაჩი ბერაია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პოზიციას არ იცვლის. მისი თქმით, გუშინ  ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ მისი გადარწმუნება ვერ შეძლო.

“პოზიციას არ ვიცვლი, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. პირველ რიგში ,უნდა დავაფიქსირო ჩემი დიდი პატივისცემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისი პიროვნებისა და გადაწყვეტილების მიმართ. ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი ვისუაბრეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს პოზიციები, თუმცა მან ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება. მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში დადგება ჩემი უმრავლესობიდან წასვლის საკითხი,”  – განაცხადა  ბერაიამ.

Facebook Comments
x

Check Also

საფრანგეთში გაფიცვებია, გაუქმდა ბევრი რეისი…

საფრანგეთში გაფიცვებია. როგორც ჩვენი წარმომადგენელი, დავით ორაგველიძე ადგილიდან გვატყობინებს, გაიფიცნენ საზოგადოებრუვი ტრანსპორტის თანამშრომლებიც. შეფერხებით მუშაობს ...