Home » მთავარი » კვირას, 15 საათზე, ოპოზიციის საერთო საპროტესტო აქცია გაიმართება

კვირას, 15 საათზე, ოპოზიციის საერთო საპროტესტო აქცია გაიმართება

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კვირას, 15 საათზე, ოპოზიციის საერთო საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა. ნათელაშვილის შეფასებით, “ივანიშვილის რეჟიმის” ისტორიული, პოლიტიკური და ზნეობრივი ვადა ამოიწურა.

-ოპოზიცია დღეს შეთანხმდა ისტორიულ პარამეტრებზე. მხედველობაში გვაქვს ყველა ოპოზიცია, თუკი ვინმე არსებობს, ყველა არის ერთ გონივრულ აზრზე, რომ ივანიშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების გადაბარებაზე თუ გვექნება, სხვა არანაირი კონსულტაცია მათთან არ შეიძლება.

რაც მთავარია, ქუჩა – ხალხი ქუჩაში. ხალხი გარეთ. კვირას, სამ საათზე, გამოცხადებულია საერთო, დიდი, ოპოზიციური მიტინგი. მთელ საქართველოს ვეპატიჟებით და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს აყროლებული, კორუმპირებული, დიქტატორული, პრორუსული ლეში არ იქნება გატანილი ქვეყნიდან,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“გამოსავალი არის რომ ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით“

„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე აცხადებს, რომ ტარიფის 20-30 თეთრით მატების გარეშე მიკროავტობუსების პარკის ...