Home » ეკონომიკა » რეალურად რა მოქმედებს ლარზე ნეგატიურად!..

რეალურად რა მოქმედებს ლარზე ნეგატიურად!..

რატი აბულაძე

ეკომომიკის დოქტორი

რეალობა რთულია. ზოგიერთი მაკროეკონომიკური ინდიკატორი აჩვენებს დადებით ტენდენციას (ეკონომიკური ზრდა, საგარეო ვაჭრობა უცვლელი სასაქონლო ჯგუფის სტრუქტურით, შემოსავლები ტურიზმიდან), ხოლო დანარჩენი ინდიკატორი – უარყოფითს (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, დასაქმება და უმუშევრობა). მდგომარეობას ამძიმებს გაცვლითი კურსის გაუფასურება, მაღალი ინფლაცია და საგარეო ვალი.

პრაქტიკულად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას აქვს ეკონომიკის მოკლევადიანი სტიმულირების ეფექტი და არ გააჩნია გრძელვადიანი შედეგები. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინსტიტუტების (სახელმწიფო) მიერ პრობლემების გადაჭრის მიზნით გატარებული ღონისძიებები ნეგატიური შედეგებისაა, რაც აღემატება საზოგადოებისათვის მისაღებ სარგებელს.

აღსანიშნია, რომ საზოგადოება და კერძო სექტორი (ბანკებიც) ერთნაირად რეაგირებს კრიზისებსა და ნერვიულობს გამოწვევებზე. თუმცა, პრევენციის მიზნით, სისტემის მიერ გატარებული პოლიტიკა ასიმეტრიული, აგრესიული და არაეფექტიანია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი.

ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ დაუძლეველი შიდა პრობლემები და პოლიტიკური რეგრესი ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას. სამწუხაროდ, აღნიშნულ ფონზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება ისეთ ტექნიკურ საკითხებზე, როგორიცაა:

  • საზოგადოების მოლოდინი, ქვეყანაში ეკონომიკური მწარმოებლურობის ამაღლების ნაცვლად;
  • ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მექანიზმები, ეკონომიკური გუნდის ეფექტიანობის ნაცვლად;
  • მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა, დეპრესიული ეკონომიკური გარემოს აღნიშვნის ნაცვლად. ფაქტია, რომ მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას ანეიტრალებს სხვა არაკონტროლირებადი ძალები;
  • კორუფციასა და თანხების ხარჯვის მიზნობრიობა. მაშინ, როდესაც მმართველი პირი შეიძლება კორუფციაში ჩართული არ იყოს, მაგრამ თავისი მმართველობითი უუნარობით დარგს უფრო დიდ ზიანს აყენებს;

დაბოლოს, სახელმწიფოებრივ პრობლემებს ვერავინ გაექცევა. საჭიროა პრობლემების დაძლევის „რეცეპტებზე“ მუდმივი მუშაობა. ეს კი პირველ რიგში უნდა დაიწყოს მმართველობითი რგოლების საქმიანობის ექსპერტიზით, შემდგომ კი  მანდატით უნდა აღიჭურვოს ახალი ეკონომიკური გუნდი და ახალი პოლიტიკური კლასი.

Facebook Comments
x

Check Also

მინისტრი შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზაზე იმყოფებოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო – სარაკეტო კომპლექსები, საფრენი ...