Home » მთავარი » “ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა

“ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულებულია.

შეხვედრამ ხმაურიანი აქციისა და შეხლა-შემოხლის ფონზე ჩაიარა. უმრავლესობის საგანგებო შეკრების პარალელურად, ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც მოქალაქეებმა შენობის პიკეტირება რამდენჯერმე სცადეს. ამის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებისას სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის, რამდენიმე პირიც დაშავდა.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თუკი სადმე დაფიქსირდება რაიმე სახის ძალადობა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“აქ იმყოფება, რასაც ვხედავ, აქციის მონაწილეზე მეტი ჟურნალისტები და ვიდეო კამერებია. თუ სადმე დაფიქსირებულია რაიმე სახის ძალადობა, აუცილებლად მივიღებთ ზომებს. არა ერთხელ მოვუწოდეთ, რომ დაემორჩილონ კანონს, ნუ დაკეტავენ შესასვლელებს, შესაბამისად, პოლიცია მოქმედებს თავისი მანდატის ფარგლებში. თუ რაიმე ძალადობა იყო და არის დაფიქსირებული, მივიღებთ აუცილებლად ზომებს,” – ამბობს ვაჟა სირაძე.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...