Home » მთავარი » საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს პენტაგონში გამართავს, სადაც საქართველოსა და აშშ-ის შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება. დოკუმენტს ხელი თავდაცვის დეპარტამენტში მოეწერება.

თავდაცვის მინისტრი ვიზიტს ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგის სამხედრო ქვედანაყოფში სტუმრობით დაიწყებს, სადაც ამერიკელ გენერლებთან გამართავს შეხვედრებს და ფორტ ბენინგის ფუნქციების, ამოცანისა და ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ პრეზენტაციას მოისმენს. ირაკლი ღარიბაშვილი ფორტ ბენინგის ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას და  ერაყის საბრძოლო ოპერაციებში გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიაგებს  პატივს.

ატლანტაში, ეროვნული გვარდიის ცენტრში თავდაცვის მინისტრი საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება და სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჯორჯიის შტატიდან ვაშინგტონში გადაინაცვლებს. იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში ღია სესიაზე, ასევე შეხვედრა საზღვაო ძალების წვრთნისა და განათლების სარდლობის ხელმძღვანელობასთან ქუანტიკოში. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც გაემგზავრება და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მიზანი სხდომის ჩაშლა იყო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის  მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენების მიზანი სხვა ...