Home » მთავარი » ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით “გირჩი” განცხადებას ავრცელებს

ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით “გირჩი” განცხადებას ავრცელებს

ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით “გირჩი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“ამ დროისთვის დაკავებულები არიან გირჩის მმართველი საბჭოს ორი წევრი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები და მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სათანადო რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე.

ასევე მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, დღეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, ამიტომ გელოდებით პარლამენტთან, ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს!” – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკევეს

მარიამ ახალკაცი დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკევეს. აღნიშნულთან ...