Home » მთავარი » “ძალიან თამამად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდება მომდევნო არჩევნები…”

“ძალიან თამამად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდება მომდევნო არჩევნები…”

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან მაჩვენებელს. ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს დესტრუქციული ნაბიჯების დაგეგმვაზე, ჩვენ ვმუშაობთ, საარჩევნო პროცესებისთვის ვემზადებით და გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ IRI-ის კვლევის შედეგების.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს არჩევნებისთვის მზადებას და თუ პარალელურად ოპოზიციაც დროს ტყუილად დაკარგავს, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენ ყოველთვის ვეხმაურებით CRRC-ის კვლევებს, რომლებიც ყოველთვის აცდენილია რეალობას და იმ შედეგებს, რომელიც შემდეგ იდება ხოლმე არჩევნებში. შესაბამისად, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტებიც კი ვერ ხვდებიან სიხარულით ამ რეიტინგებს, მიუხედავად იმისა, რომ აწყობთ ამის გაკეთება. მათ კარგად იციან, რომ ეს რეიტინგი აცდენილია რეალობას და არ აძლევს მათ ოპტიმიზმის საფუძველს. არსებობს კონკრეტული კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ამ კვლევებზე, და ჩვენ ვიცით, რომ ეს კომპანიები პირდაპირ არიან დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან.

შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მათი შედეგები ხან ერთი განშტოების და ხან მეორე განშტოების სასარგებლოდ იხრება. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ამიტომ ძალიან თამამად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდება მომდევნო არჩევნები. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ოპტიმიზმს, გასულ დღეებში ნახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს მხარდამჭერების მობილიზება, 5000 კაცი იდგა მათ მიერ აქტივის ხარჯზე მობილიზებულ აქციაზე, შესაბამისად, ეს სურათი აუცილებლად აისახება საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

საფრანგეთში გაფიცვებია, გაუქმდა ბევრი რეისი…

საფრანგეთში გაფიცვებია. როგორც ჩვენი წარმომადგენელი, დავით ორაგველიძე ადგილიდან გვატყობინებს, გაიფიცნენ საზოგადოებრუვი ტრანსპორტის თანამშრომლებიც. შეფერხებით მუშაობს ...