Home » მთავარი » „ახალი სამოქმედო გეგმა სახელწოდებით „მაინც დაგაბოქლომებთ“

„ახალი სამოქმედო გეგმა სახელწოდებით „მაინც დაგაბოქლომებთ“

„სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით „მაინც დაგაბოქლომებთ“, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართა და იქ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს საღამოს ახალგაზდები განცხადებას გააკეთებენ იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც ოპოზიციას მათთან აქვს.

„19:00 საათზე ახალგაზრდების მხრიდან გაკეთდება განცხადება იმ შეთანხმებისა და სტრატეგიის შესახებ, რომელიც გვაქვს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მაინც დაგაბოქლომებთ“, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ...