Home » მთავარი » ხელფასი წელიწადში 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი და დაპირება გულშემატკივარს…

ხელფასი წელიწადში 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი და დაპირება გულშემატკივარს…

ნინო დუნდუა

“ტოტენჰემის” ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ გუნდს წარმატებას და ბედნიერებას მოუტანს.

“მანჩესტერისა” და “ჩელსის” ყოფილმა მწვრთნელმა უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში ახალ გუნდთან ერთად და უნდა აღინიშნოს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბითა და ფეხბურთელებით აღფრთოვანებას ვერ მალავს.

“Spurs TV”_თან საუბრისას მოურინიომ განაცხადა:” რას შემიძლია რომ დაგპირდეთ?

ეს ნამდვილი ვნება იქნება. ვნება იმ საქმის მიმართ, რასაც ვაკეთებ და იმ გუნდის მიმართ, რომელიც ყოველთვის მხიბლავდა. მაშინაც კი, როდესაც მის წინააღმდეგ მიწევდა თამაში. გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ამ გუნდს წარმატებასა და ბედნიერებას მოვუტან”.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2022-23 წლის სეზონებამდე გააფორმა. იგი ხელფასის სახით წელიწადში 8 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

Facebook Comments
x

Check Also

“გამოსავალი არის რომ ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით“

„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე აცხადებს, რომ ტარიფის 20-30 თეთრით მატების გარეშე მიკროავტობუსების პარკის ...