Home » მთავარი » “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” – კამპანია კახეთიდან იწყება

“ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” – კამპანია კახეთიდან იწყება

“სამოქალაქო მოძრაობა” კამპანიას “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” იწყებს. პირველი მაჟორიტარი, რომელსაც მოძრაობა ამხელს ირაკლი შიოლაშვილი იქნება.

-ჩვენ ვაჩვენებთ მოსახლეობას, თუ როგორ მდიდრდება მათ ხარჯზე სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი. ალეკო ელისაშვილი შიოლაშვილისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციული საქმიანობის შესახებ ისაუბრებს და მოსახლეობას პროპორციული სისტემის უპირატესობებს გააცნობს.

24 ნოემბერი: 10 საათი დედოფლისწყაროს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია; 11:30 საათი წნორი, ბოდბისხევის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ყურადღება: ვისაც თბილისიდან წამოსვლის სურვილი გექნებათ, 08:00 საათზე ველოსიპედის ძეგლთან ვიკრიბებით!-ამბობენ მოძრაობის წარმომადგენლები.

Facebook Comments
x

Check Also

“სრულად მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად ...