Home » მთავარი » “ოცნების” მხარდამჭერებმა ენმ-ს საკრებულოს დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს

“ოცნების” მხარდამჭერებმა ენმ-ს საკრებულოს დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს, რომელზეც გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას და გრიგოლ ვაშაძის ფოტოებია გამოსახული.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მონაწილეებმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომი ვერ დაადეს. მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს კარების დაბოქლომების საშუალება არ მისცეს. ამას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Facebook Comments
x

Check Also

ავარია გურამიშვილზე

გურამიშვილზე ავარია მოხდა, როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, გლოვოს კურიერი დაეჯახა “პრიუსს”, რომელმაც წინ დაუმუხრუჭა ...