Home » მთავარი » “გვჭირდება ლუსტრაცია და მივესალმები თუკი ეს დაიწყება პირადად ჩემით!..”

“გვჭირდება ლუსტრაცია და მივესალმები თუკი ეს დაიწყება პირადად ჩემით!..”

ირაკლი ღლონტი

“კანონი და სამართალი” – გენერალური მდივანი

-2012 წლიდან ვარ კრიტიკისა და პროტესტის მხარეს, ბევრი შეცდომით და მარცხით, თუმცა არასდროს არ ამიღია ხელი ამ საქმეზე, რადგან მჯერა საბოლოო გამარჯვების და მხოლოდ მაშინ ,,დავისვენებ” როცა ძალაუფლებას ვიხილავ ხალხის ხელში და არა რომელიმე პარტიის მხარეს, სულერთია რა ქვია პარტიას, ,,ქართული ოცნება” თუ ის გაერთიანება, რომელსაც წარმოვადგენ. ჩემი მოკრძალებული ბრძოლა ემსახურება სამშობლოს მოღონიერების კეთილშობილ მიზანს, სადაც აღარ იარსებებს ბელადები, არაფორმალური მმართველები, მაფიოზები და მოძალადეები. სადაც იარსებებს სამართლიანი კანონები, მის წინაშე აბსოლუტური თანასწორობა და გამართული სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც იზრუნებენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში მის დროულ ინტეგრაციაზე.

ჩემი მიზანია დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, ეროვნულ მიზანთა შორის დასახელდეს ქვეყნიდან ემიგრაციაში მყოფი 2 მილიონამდე ქართველის სამშობლოში დაბრუნება-რეინტეგრაცია, რადგან მჯერა ეს ის ხალხია, ვისთან ერთადაც საქართველო გაძლიერდება და დამშვენდება. ამ ბრძოლაში დღემდე ვარ ურთულესი გამოწვევების წინაშე, მაგრამ 1 წამით არ ვყოფილვარ კონფორმიზმის მხარეს, პირიქით, ვცდილობ ცივი წყლით გამოვაფხიზლო კოლეგები ოპოზიციაში და დავამარცხო ანტიდემოკრატიული, უზურპატორული მენტალიტეტის მქონე დაჯგუფება. ამ ბრძოლაში მქონდა ბევრი იმედგაცრუება, შემოთავაზებები ყველა მხრიდან, მათ შორის ბინძური მეთოდებით, იყო ჩემი მართვის მცდელობაც, თუმცა არ არსებობს ძალა, ხალხის გარდა, ვისაც ირაკლი ღლონტი დაემორჩილება და თუ ვინმე ,,მოახერხებს” ამას, მთელი საქართველოს დასანახად მექნება რეაქცია, რომელიც დაანგრევს მას. ვარ ერთ-ერთი მაინც, ვინც წლებია ვაცხადებ, რომ გვჭირდება ლუსტრაცია და მივესალმები თუკი ეს დაიწყება პირადად ჩემით ! მიმაჩნია, რომ სრულად უნდა იქნას ,,გაშიშვლებული” ყველა პოლიტიკოსი იქამდე, ვიდრე ის გახდება ხელისუფალი, რომ ერთხელ მაინც, ჩემმა ხალხმა ნაკლები შეცდომით მიიღოს მნიშვნელივანი გადაწყვეტილება.

დღეგრძელი იყავ შენ საქართველო !

Facebook Comments
x

Check Also

“ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის…

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ ...