Home » მთავარი » სამართალდამცავებმა თორნიკე დიასამიძე დააკავეს

სამართალდამცავებმა თორნიკე დიასამიძე დააკავეს

სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს. პოლიცია დიასამიძეს სავარაუდოდ, წვრილმან ხულიგნობას ედავება. კერძოდ, დიასამიძე მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს ოფისის ტერიტორიაზე სტიკერებს აკრავდა, რისი შეწყვეტისკენაც სამართალდამცავებმა მოუწოდეს.

„დააკავეს ჩვენი პრესსამსახურის უფროსი, არადა მას იქით დაესხა თავს „ზონდერი“. ამდენი სამართალდამცავია და ერთი არ ამბობს, ვინ არის უფროსი, ვის მოვკითხოთ რამე. იმის მაგივრად, რომ თავდასხმისგან დაეცვათ, პირიქით დააკავეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა დეპუტატმა სერგო რატიანმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს რუსეთის საგარეო უწყება ეხმიანება

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ...