Home » მთავარი » არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე სახით ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს

არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე სახით ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა განაგრძობს განვითარებას, იქნება სიმშვიდე და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რაიმე სახით დესტაბილიზაცია იყოს.

„მიუხედავად იმისა რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივამ, სამწუხაროდ, საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა პარლამენტში, გადაწყვეტილება რომელიც ჩვენ მივიღეთ, 2024 წელს რჩება და არის ჩაწერილი კონსტიტუციაში, ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას, იქნება სიმშვიდე, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე სახით ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს. პარლამენტი საქმიანობას აგრძელებს.

დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, ეს არის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც ათიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს გაუადვილებს საკუთრების დარეგისტრირებას, ეს არის სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში განიხილება, ეს არის საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის ხელფასების ზრდა.

გათვალისწინებული არის პენსიების ზრდა, მათ შორის, შშმ პირებისთვის. მნიშვნელოვანი რესურსი გათვალისწინებულია დევნილებისთვის საცხოვრისების ასაშენებლად, ისევე, როგორც მსხვილი რეგიონული პროექტებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ახალ სამუშაო ადგილებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Facebook Comments
x

Check Also

ხვალ 11 საათზე “ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

ანონსი ხვალ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება. ...