Home » მთავარი » “ჩემი შვილი სახლში არ დაჯდებოდა, მალე როლები შეიცვლება, დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან!”

“ჩემი შვილი სახლში არ დაჯდებოდა, მალე როლები შეიცვლება, დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან!”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ მიმდინარე აქციაზე, “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, შალვა ნათელაშვილის ვაჟი ბექა ნათელაშვილი დააკავეს.

“ლეიბორისტულ პარტიაში” გვითხრეს, რომ ჯერ არ იციან სად იმყოფება დაკავებული და ადვოკატი არკვევს.

დაკავებას ამერიკიდან გამოეხმაურა ქვეყნის პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი:

-როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა და სახლში არ დაჯდებოდა.დიდი მადლობა სოლიდარობისათვის. მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან.ასეთია ისტორიული კანონზომიერება.

Facebook Comments
x

Check Also

“ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება ტაძრებიც დაგვაკეტინონ”

სხალთის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი   ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “წირვა საკურთხეველში რომ ჩატარდეს, მრევლმა ...