Home » მთავარი » წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ!

წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ!

ფიქრია წიკლაური

თბილისიდან მანგლისისაკენ სამხრეთ დასავლეთით მიმავალ გზაზე, დაახლოებით 30 კილომეტრში ხელ-მარჯვნივ აბრას შენიშნავთ, რომელიც წვერის წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზას გაჩვენებთ.

ცენტრალური გზიდან 3-4 კილომეტრში შემაღლებულ კლდის წვერზე წმინდა გიორგის სახელობის თეთრი ტაძარი მანგლისის და მისი შემოგარენი სოფლების სალოცავი ადგილია.

ტაძრის დღესასწაული გიორგობას, ტრადიციულად წელიწადში ორჯერ 6 მაისს და 23 ნოემბერს აღინიშნება. სწორედ ამ დღეებში წვერის სალოცავში ყოველთვის მომლოცველთა სიმრავლე შეინიშნება. მანგლისიდან და ახლომდებარე სოფლებიდან ჩასულ მთიულებს შინაური ფრინველი და ცხვარი მიყავთ ტაძარში შესაწირად.

მომლოცველთა უმეტესობა სალოცავში დღესასწაულის წინა დღეს მიდის, კოცონს ანთებს, კარავს შლის და ტაძართან ახლოს ხვდება წმინდა გიორგის დღესასწაულს. გამთენიისას ტაძარში აყავთ შესაწირად გამზადებული ფრინველი თუ პირუტყვი, ტაძარს სამჯერ შემოატარებენ, სანთელს დაანთებენ, ლოცვას წარმოთქვამენ და სალოცავიდან მოშორებით კლავენ. ვისაც არ ყავს შესაწირი, და მრევლთა სიმრავლის გამო ვერც ტაძარში ახერხებს შესვლას, გარეთა ფასდთან სანთელს ანთებს და ლოცვას კითხულობს.

პატარა ტაძარში მომლოცველთა რიგები გვიანობამდე არ წყდება, სალოცავის დაბლა ფერდობზე წინასწარ დანთებულ კოცონებზე უკვე იხარშება საკლავები.

ამ კლდის წვერზე, სალოცავად ასული ყველა ქრისტიანი, გარდა იმისა, რომ ოჯახის წევრებს და ახლობლებს დალოცავს,წმინდა გიორგის საქართველოსთვის განსაცდელის აცილებასაც შეევედრება და ჩვენი დაქუცმაცებული ქვეყნის გამთლიანებასაც სთხოვს.

მრავალჟამიერ ქართველებო!

წმინდა გიორგის გფარავდეთ ყველას და სრულიად საქართველოს! ამინ

Facebook Comments
x

Check Also

„სიცოცხლის გადარჩენისთვის“ – თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ...